დაკარგული

234 22 17
                                    

ჩრდილოეთი,მიწები სადაც ზაფხული ერთადერთი დროა როდესაც ადამიანები მაქსიმუმ ერთ თვეს ატარებენ მზის სხივებით გადანათებულ გარემოში, თეჰიონის საყვარელი პერიოდი, როცა სახლში გატარებული 1 წუთიც ენანება, ტყეში გატარებულ საათებს, როცა ის და სასახლიდან გამოპარული ჯიმინი ყვავილების, რომელიც არც ისე ხშირია ჯერ კიდევ ყინვით გათანგულ მიწებზე, შეგროვებაში ხარჯავენ. თეჰიონი ყოველთვის ამბობს რომ მისთვის ზაფხული ნეტრებაა პატარა ომეგას დაცვარულ მინდორზე ფეხშიშველა საათობით სირბილი და გაყინულ მდინარეში ჭყუმპალაობა უსასრულოდ შეუძლია, მაშინ როცა ჯიმინი უპირატესობას ზამთარს ანიჭებს, თოვლით გადათეთრებული მდელოები და დახუნძლული ხეები, რაც უხვად დაანათლა ამ მიწებს ბუნებამ, საათობით ბუხართან ჯდომა დათბილულ დათვის ტყავით შეფუთულ სავარძელში და აუარება რაოდენობის ძველი წიგნები, მითებითა და ლეგენდებით, ჯიმინს უყვარს მისტიკა, მისთვის საგრძნობლად მიმზიდველია აკრძალული ხილი რასაც მშობლები უმალავენ, ომეგას მხოლოდ ძიძასთან და თეჰიონთან აქვს მისი  აზრების გადმონთხევის ბედნიერება, და მაშინ საათები ისე გადის, როგორც ღრმა ძილში გაპარული ღამეები.

////

ნისლით დაფარულ საუკუნოვან ხეებში ჩაფლულ ტყეს ალიაქოთი მოსდებოდა ხროვა ნადირობის კვირეულში იყო ჩართული საკმაოდ შორს მოუწით ხროვის ჯგუფებად დაყოფილ მოასპარაზეებს წასვლა რადგან, ხელთ მიუწვდომელი და ყველაზე რთული ნადავლი ეგდოთ, ლიკანებში ეს ტურნირი წელიწადში ერთხელ იმართება, გამარჯვებული არის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ნანადირევს მიჰგვრის ლიდერს, ახალგაზრდა მაგციების მთელი კოლონა მთელი წელი ამ დღეს ხახამშრალი ელოდება, აზარტი სისხლის მაგივრად ჩქეფს მათ ძარღვებში, მგლებისთვის ეს ტურნირი საუკეთესო სასუსნავია და გამარჯვებული გუნდი დიდი პატივისცემით სარგებლობს მთელი მომავალი წელი, უკვე 5 წელია ლიდერობას რუხები სიამაყით დაატარებენ, თუმცა 5 წლის განმავლობაში ვერცერთხელ შეძლეს ისტორიაში საუკეთესო და უძველესი ნადავლის ჩრდილოეთის თეთრი ირემის ხელთ გდება, მათთვის ეს უზარმაზარ გამოწვევას წარმოადგენს, ირემი არამარტო მიუწვდომელია არამედ საკმაოდ საშიში.  . წესები მარტვია მიყევი ყნოსვას და მოკალი იმდენი რამდენსაც შეძლებ.

ნადირობაWhere stories live. Discover now