მიყვარხარ?

143 19 45
                                    

მზის პირველი სხივები ხალისით იჭრებიან მყუდრო კარვის კედლებში, დაჩრდილულ საწოლს უშენენ მის ბასრ სხივებს და თეჰიონის ტკბილ ძილს თვალებში უსიამო შეგრძნებით აფრთხობენ, ომეგა იშმუშნება, თავს ატრიალებს და ბალიშში მალავს, უკმაყოფილოდ წუწუნებს და მხოლოდ მაშინ ახელს თვალებს, როცა კეფაზე სველ კოცნას გრძნობს. სახეს აბრუნებს და მომღიმარ ალფას შესცქერის.

ჰოსოკი ჯერ კიდევ შიშველია, იდაყვდაყრდნობილი ზემოდან დასცქერის პატარა სხეულს, რომელიც მშვიდად ფშვინავს, ომეგა ძილში ტყის ფერიას ჰგავს, გრძელ წამწამებს აფახულებს, თხელი წინა ღამით ნაწამები, ჩაწითლებული ტუჩები გამოუბზიკავს და კოცნას ითხოვს, ჰოსოკიც იხრება, წადილი გონებას მარიონეტივით ათამაშებს, ალფა ამ ომეგის სილამაზის წინაშე უძლურია, ტუჩებზე ნაზად კოცნის, მოგონებები ეშლება და აღრმავებს, მძინარე ომეგის პროტესტის ფონზე წუწნის და ძლივს სწყდება, მის დაკბენილ და დალურჯებულ ლავიწებს თითებს ნაზად დაატარებს, ხერხემალს მიუყვება, არ ჰყოფნის, უნდება ომეგა გააღვიძოს, ზემოდან დაისვას და მთლიანად შეისრუტოს.
ჰოსოკს ვერ გაუგია რატომ ვერ სწყდება მისი მზერა ომეგას, მისი სურნელი მის რეცეპტორებს ეპატრონება და არსად გაშვებას არ აპირებს, სამუდამოდ იდგამს ძირს, იპყრობს, მის ფერხთ გართხმას აიძულებს, იმხელა მიჯაჭვულობას გრძნობს, მისთვის აქ ერთ პატარა საწოლზე უბრალოდ მასთან ჩახუტებაში გატარებული მარადისობაც  კი უმნიშვნელოდ ეჩვენაბა, თითქოს დიდხანს ეძებდა აზრს, რითიც მის არსებობას სახელი დაერქმეოდა, ჰოსოკისთვის ადრე მნიშვნელოვანი იყო რას იტყოდა მამა, რას იაზმდნენ მისი თანატოლები, მათ თვალში ამაღლება სურდა, დამტკიცება იმისა რომ ღირსეული მეომარია, დაბრკოლებებს არ უშინდებოდა და ყველაფრის დათმობა შეეძლო მისი მიზნისთვის, ახლა კი თითქოს ეს მიზანი გაფერმკრთალდა, ჰოსოკს სისუსტე გაუჩნდა, არც კი უნდა იმაზე ფიქრი რომ ომეგის დათმობა მოუწევს, ამას არ იზამს, ყველაფერს დაივიწყებს, უგულვებელყოფს, რადგან ახლა ერთადერთი მიზანი ომეგაა, მისი ერთი მორცხვი კოცნა და ჰოსოკის მგელი ხტუნავს, კუდს აქიცინებს, თამაშობს, ჰოსოკი მის პატარას დაიცავს, ვერავინ შეძლებს შეეხოს, რადგან თუ შეეხებიან ჰოსოკი კონტროლს დაკარგავს, მისი მხეცი გაავებულ ურჩხულად იქცევა, სამყაროს ყველა დემონის სიბოროტე და ბრაზი ერთად თავს მოიყრის, მდინარეთა კალაპოტები სისხლით აივსება, ტანჯვა კი ციდან თოვლის ნაზი ფანტელებივით ჩამოვარდება და სამუდამოდ დაფარავს მათ საფლავებს, ათასი აელვარებული მახვილი სათითაოდ გაჭრის მათ ხორცს, მგელი საუკეთესო ჯალათია მაშინ როცა საქმე მის ომეგას ეხება, ხოლო ვინც მის ვნებას გაბედავს, სააქაო ჯოჯოხეთი განკითხვის დღედ დააწვებია მათ ბინძურ სულებს.

ნადირობაWhere stories live. Discover now