დამეხმარე

133 16 31
                                    

-ხვალ დილით ტყეში გაგიყვან იქ ჩემი მეგობარი მოგაკითხავს და საზღვრამდე მიგიყვანს.- ჰოსოკი მკლავებში მოქცეული ომეგის თმას ყნოსავს და კისერზე ნაკბილარებს ულოკავს.

-კარგი- სრუტუნებს ომეგა და ალფის მკლავებში უფრო მჭიდროდ კალათდება.

-ისევ გტკივა?- ჰოსოკი ომეგაზე ღელავს, კბენა ცუდათ გადაიტანა, საათებია კვნესის და მხოლოდ ახლა გაუნელდა, ნაკბენის შემდეგ ომეგა ძალიან სენსიტიური გახდა, თითქოს მის მხეცს მიეჯაჭვა და მხოლოდ მის მკლავებში მშვიდდებოდა, ჰოსოკი მიხვდა რომ ნიშანმა ისინი დააკავშირა, ამიტომ აქვს ახლა ომეგას მისი ვიწრო ხელები მისი წელის ირგვლივ, ცხვირი მის მკერდში და სხეულით იმდენადაა მიკრული, თითქოს ცდილობს შეეზარდოს. -არ ინერვიულო ნიშანი რამდენიმე კვირაში გაგიქრება და აღარ შეგაწუხებს.- მეათასედ უმეორებს ალფა.

-ვიცი უბრალოდ ძალიან მიხურს, კარგად ვარ.

-ეს რომ არ მექნა ისინი თავს არ დაგანებებდნენ, ჯელტმენი არასდროს ვყოფილვარ უბრალოდ ასე მოჭერს თუ განაგრძობ თავის შეკავება გამიჭირდება, - იშმუშმნება ჰოსოკი, ჰორმონები უკვე მტკივნეულად უკუმშავენ კუნთებს და თავბრუს ახვევენ. თეჰიონი ხელებს ხსნის და საპირისპირო მიმართულებით ბრუნდება, თან ცდილობს საბანი თავზე გადაიფაროს.

-უნდა წავიდე ჯონგუკი გავაფრთხილო გამთენიისას დავბრუნდები.- ახლის სწრაფად გაწითლებულ ომეგას და კარვის მიღმა უჩინარდება.

///////

ადამიანთა სამეფო,  არაგორნი, ჩრდილოეთის ცივ მიწებზე სუბარქტიკულ კლიმატურ სარტყელში, შედარებით სამხრეთით მდებარეობს, აქ ზამთარი 11 თვეს გრძელდება, აქედან 8 თვე კი ის მთლიანად ბატონობს ბუნებაზე, შედარებით სამხრეთით საზღვრისპირეთში ბუნება დამყოლია, სადაავეებს თმობს და მცირე სამეურნეო სააქმეებისთვის მიწები გამოსადეგია, მაგრამ არაგორნს მაინც სჭირდება ვაჭრობა მეზობელ სახელმწიფოებში მარცვლეულისთვის, ამიტომ მოსახლეობის უმეტესობა ტყის მჭრელთა ბიზნესში არის ჩართული და შეშას სურსათზე ცვლის, თეჰიონის მამა უბრალო ტყის მჭრელია სამეფოში, მისი ომეგა ტიფის ვირუსს შეეწირა მაშინ, როცა თეჰიონი 6 წლის იყო, მალევე პატარა ომეგა სასახლეში წაიყვანა მისმა ძმამ და მასზე აღზრდის საკითხი ითავა.

ნადირობაWhere stories live. Discover now