სიმართლე ლამაზი ტყუილია.

130 25 19
                                    

სიყვარული ბრმაა, თეჰიონი ამას მოუმზადებელი შეეჯახა, მის აფიორაში გახვია, სიმართლე მწარე აღმოჩნდა და ვერავინ შეძლებს დაეხმაროს, ამ ჭაობიდან ამოიყვანოს, რადგან უკვე უყვარს, გვიანია იმ გალიას დააღწიოს თავი, რომლესაც კარები არ აქვს, ის სიყვარულიში ჩაიძირა და ნელ-ნელა იხრჩობა, ბორგავს საწოლში დაბრუნებული მაღალ ჭერს აშტერდება, საკუთარ თავს ვეღარც დასცინის, რა მიამიტია უბრალოდ ტკბილმა სიტყვებმა დაისაკუთრეს, სხვისმა უძირო ტყუილებმა იმდენად მიმზიდველად გაიჟღერეს მის გონებას საწამლავად მოედნენ, ბინდბუნდში მარტოდ მოხეტიალე სამუდამო სატანჯველს შეაკედლეს და ახლა საკუთარ ცრემლებში დასიებული თვალებით და ნატკენი გულით, უბრალოდ გაშეშებული წევს, მის მდგომარეობას წონის და ერთი დასკვნა გამოაქვს, ვერ შეძლებს მუდმივ შეურაცხყოფასა და ღალატში ცხოვრებას, შეცდა მაშინ როცა მონსტრს ენდო, რადგან მონსტრები არსდროს არიან კეთილები, მგლის სახლში მშვიდად ვერ იქნები, ვერც ბედნიერებას იპოვნი, რა მარტივად დაივიწყა მტრობა, ისტორია რომელიც მათი რასის პირველყოფილ მტერს გამოჰყოფდა, საკუთარ თავს ჰპირდება რომ უშველის, ახლა აქედან უნდა წავიდეს შინ დაბრუნება გამოსავალია, მამის თბილ ქოხში მთელს ცხოვრებას გაატარებდა, მარტო მისი სურნელის მოგონებით, მისი სითბოს მონატრებით, მაგრამ იმ ტკივილის გარეშე რაც აქ ყოველდღიური განსაცდელის პირობას იძლევა.

წყნარად წამოჯდა საწოლზე, საკუთარ თავში თავდაჯერებულობის ნამსხვრევების შეკოწიწება მეტად რთული საქმე აღმოჩნდა, ძალა თითქოს არც ჰყოფნიდა ქუთუთოები უწყვეტად მდინარი ცრემლებისგან განეთავისუფლებინა, მის სხეულს წამოდგომა დააძალა უსუსური ბავშვის როლი საკმაოდ დიდხანს ჰქონდა მორგებული, ხსნას სხვის სხეულში რომ ეძებდა, მაგრამ ახლა უცხო მიწაზე ერთადერთი განსხვავებული არსება იყო მარტოდ დარჩენილი, ჩრდილოეთის მკაცრ ჰავასთან თანაზიარი და მის ძარღვებში გაყინული სისხლი იმდენად მოაწვა სახეზე სიბრაზისგან წითლად შეიფაკლა, მხოლოდ საკუთარი თავის განკითხვა შეეძლო, ამ უზარმაზარ ოთახში უცხოდ დარჩენილი მარტოდ მარტო ვერანაირ საერთოს ვერ უძებნიდა თავს რომ დარჩენის პატრა მიზეზი მაინც ეპოვნა, ჰოსოკი ერთადერთი იმედი იყო, ყველაზე დიდი მიზეზი რომ თავი სწორ ადგილას ეგრძნო, მაგრამ ფარსი აღმოჩნდა, ალფა მისი არასდროს იქნება, თეჰიონი კი საკუთარ ღირსებას არ მისცემს უფლებას ხარაფხანის ომეგა გახდეს, ვინ იქნება მომავალში? პირველი მეუღლე? თუ უკვე მეორეა. საკუთარი გულისცემა ყურებში ეჭედება სხვა არანაირ ხმებს არ აძლევს საშუალებას ფიქრები გაუფანტონ, ეჭვები გონებას დაავადებასავით სწრაფად ედებაინ, მაგრამ თეჰიონს არ შეუძლია ჰოსოკზე ზიზღით იფიქროს, მისი ომეგა ჯერ კიდევ იდიოტივით ელოდება მისი ალფის დაბრუნებას და ადამიანის ბრძოლას ვერ უგებს, მისი არ ესმის რატომ უნდა გონებას წასვლა როცა გული უკვე სახლშია.

ნადირობაWhere stories live. Discover now