ჩემი

141 15 63
                                    

ტყეში მარტო ვერასდროს იქნები, ვერც კეთილმოსურნეები გეყოლება, თავის დაცვა მოგიწევს, რადგან ეს არ არის ადგილი სადაც ცხოველები ზღაპრის გმირებივით შემწყნარებლები არიან, სადაც ყოველთვის არსებობს შანსი, არსებობისთვის ბრძოლა რეალურ სამყაროში სისასტიკით საზრდოობს, მის ძალას ბოლომდე ღვრის შენს თვალწინ, როგორც კლიმატი ჩრდილოეთ პოლუსზე, გზებს გიჭრის, მის აკანკალებულ ჰავას გახურავს, რომ გაიყინო, გაქრე, შეგიწოვოს და მისი ნაწილი გაგხადოს, შენც უნდა მიბაძო, დავიწყებას მისცე აზროვნების უნარი, ახლა მთავარია გადარჩე, ველურ ბუნებაში მარტო დარჩენილს კოშმართა აბსურდულობა, ერთადერთ ჭეშმარიტებად გევლინება.

ჯიმინი იბრძვის მგელმა ცალ ფეხზე უკვე შემოაჭდო თვისი ბასრი ეშვები და გაშვებას აღარ აპირებს, სტკივა იმდენად რომ კივილისგან ხმა ჩაეხლიჩა, მიწას ფრჩხილებით თხრის, ნატკენი ადგილებიდან სისხლი სდის, ტანისამოსი შემოეხა და კენჭები ნაზ კანს უსერავენ, ორგანიზმში აკუმულირებული მთლიანი ენერგია ზამთრის მზის სხივებივით ქრებიან ჰორიზონტიდან, ჯიმინი იცლება, თვითგადარჩენის ინსტინქტი გასაქცევ გზას პოულობს, იმედი მარტო ტოვებს, მხეცს აიძულებს იბძოლოს, მაგრამ ომეგა მის ძალას გაურბის ტკივილს ქედს უხრის და სიკვდილთან შესახვედრად აღმოცენებულ ფიქრებს ძირს ღრმად უდგამს, მისი მოსვლით გამოწვეული სიმშვიდით საზრდოობს.

-დამეხმარე ალფა.- უკანასკნელი რასაც მისი გაფითრებული ბაგეები ახერხებენ წარმოსთქვან და ცხვირში ნაწვიმარზე ნამიანი ბალახის სურნელი სიმულაციით იჭრება მის გონებაში, ისეთი ნაცნობი, როგორიც მისი საყვარელი ბალახეულის ჩაი და ბუხართან ჩამწკრივებული სველი ხის მორები.

///

ჯონგუკი თავს უცნაურად გრძნობს, რამდენიმე წუთია მისი მხეცი ყალყზე დგას, შიგნიდან ღრღნის, კედლებს კაწრავს და გამოღწევას ლამობს, გაქცევა სურს მასთან ვისაც ეკუთვნის, ვინც მისი ერთადერთი ჭეშმარიტებაა, მის სიტყვას სურნელს ქედს უხრის, ეთაყვანება, გრძნობს რომ კარგავს, თითქოს იხმობენ და ალფას სასუსნავს უგდებენ, მაგრამ ჯაჭვითაა დაბმული და ვერ სწვდება, შიმშილს ვერ იკმაყოპილებს, სისხლის წყურვილს მისას, ვინც გაბედა და მის ომეგას შეეხო. თითქმის საზღვარზე არიან და ჯონგუკი უეცრად ჩერდება თავში სრული ბურუსია, ყველა ემოცია ორთქლდება და მარტო რჩება, გარშემო ყველაფერი ქრება და ყველა ხმა ითიშება, ყურში წიკწიკით გამოწვეული ხმა ტვინში უძვრება, ალფა თვალებს ხუჭავს და მის მხეცს ყურს უგდებს, დამფრთხალი დანაწევრებული "დამეხმარე" გონებას სინათლის სიჩქარით ეპატრონება, ალფა ახლა მხოლოდ მეომარია რომელის მოვალეობა დაცვაა, დაცვა მისი ვინც მისი გულის მბრძანებელია.

ნადირობაWhere stories live. Discover now