მგელი

137 17 51
                                    

სანამ დაიწყებთ მინდა გაგაფრთხილოთ, სმათი თუ არ მოგწონთ ბოლო ნაწილი გამოტოვეთ🫡

////

ღამით ჩრდილოეთის ამ ნაწილში ზამთარი მეფობს, ბურუსი აზვირთებული ოკეანის ტალღებივით გადაუვლის ხეთა ჯარს, ტყის ალიაქოთი ფოთლების ნაზი ჩურჩულით მიწაზე, შაშვების ფრთების ფრთხიალით, კოდალების კაკუნითა და მცირედი გაფაჩუნებებით ავსულთა ხმიანობას ჰბაძავს, ფანტაზიას გზას უხსნის თუ რაოდენ ღრმად შეუძლია ჩაყლაპოს გონებამ ილუზიების კასკადი, ნელნელა იღვრება შიშის დიდებულება პატარა ომეგის გულში და ახორხოცებული ბნელეთით მოცული სიმარტოვისთვის სწირავს, თეჰიონს საკუთარი გულისცემა აყრუებს, თვალებით წამში ოთხივე მხარეს იყურება, ლოყებზე ნაკადულებად მომდინარი ცრემლები ყელში ეჩხირება და ახრჩობს, "ჯიმინ" ხმაჩახლეჩილი უკანასკნელ კნავილს უშვებს ბაგეებიდან და იკეცება, რეალობა, რომ ურჩხულთა მიწაზე შეპარული მსხვერპლია, თანდათან ატყდება და შიშისგან ძვლების ტკაცუნამდე იგრიხება, თეჰიონს არ ახსოვს რა მომენტში ჩამორჩა მეგობარს, მაგრამ რწმუნდება რამდენად ვერაგია ტყე, შიგნით შესულ მოგზაურებს არ ინდობს, კვალს ურევს და მის გაუმაძღარ საცეცებს ხვევს, მასში დაკარგვას აიძულებს, უკვე ბნელა და მთვარის მზისგან მოპარულ სხივები უღრან არემარში აქა იქ შემოპარვას ახერხებენ, ნათელი უფრო საშიშად ეჩვენება თეჰიონს და ყველაზე ბნელ ადგილას იმალება, იმედი აქვს განთიადი იმედით დაიბადება, ნათელი გზას უჩვენებს და სიკვდილისთვის არ გაიმეტებს.

თეჰიონს სახეს ულოკავენ, ყნოსავენ და სხეულს უტოკებენ, ომეგა ოხრავს გამაგრებულ მიწაზე ბრუნდება, არაკომფორტულობისგან კვნესის, მტკივან სხეულს არხევს, "ჯიმინ გეყოფა" ბურტყუნებს და თვალებს იფშვმეტს, როგორც კი იაზრებს რომ გაყინული ტალახი მისი მასპინძელია, თან არასასურველი მეგობარიც თავზე ადგას, ყვირის და ფეხზე ხტება, მაშინვე მუხლები ეკვეთება, ისე სტკივა წელი რომ ხელებს ისევ მიწას აყრდნობს, გაფართოებული თვალებით ასცქერის მის წინ მთასავით აღმართულ თეთრ ირემს, რომელიც ჭკვიანი, ანკარა თვალებით დასცქერის, ჩლიქებს წინ დგამს თავს დაბლა ხრის და ომეგის ყავისფერ, სამხრეთის სტეპების აბიბინებული მინდორივით მოშრიეალე თმებს ყნოსავს.

ნადირობაWhere stories live. Discover now