ვერსად წახვალ.

135 19 55
                                    

რადგან ამ ფიკის გაგრძელება გადავწყვიტე, სიუჟეტი ცოტათი შევცვალე, ნელ-ნელა ავხსნი თვითონ ფიკში, მანამდე კი ომეგების ასაკიც შეიცვალა, რადგან ახალ ნადირობას არ დაველოდოთ და რაღაცეები მანამდეც მოხდეს😁
მოკლედ ჯიმინი 16 წლისაა, თეჰიონი 17ის. 🩷
////////

პირველი რაც ჰორიზონტზე ჩანს ცამდე აღმართული თეთრი მარმარილოს კოლონებია, შედარებით დაბალ გალავანთან, რომელიც ათასობით გიგანტური ქვით არის ნაგები, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს გალავანი მთლიანად ყინულის დიდი კედელია, მარმარილოს ფირუზისფერი და ნაცრისფერი ქვებით მოპირკეთებული ეს გიგანტები კი თვალწარმტაც სანახაობას ქმნის, ტყე მთავრდება და კლდეებს შორის გამომძვრალ ჯიმინს, რომელიც ჯონგუკმა უსაფრთხო ადგილას დატოვა და გააფრთხილა სანამ არ დაბრუნდებოდა აქედან ცხვირი არ გამოეყო, თვალწინ თითქოსდა უსულო, ბრტყელი და ნაცრისფერი უკიდეგანო მინდორი უდგას, რომლის საზღვრებიც, უზარმაზარ გალავანთან სრულდება, კარიბჭეს, რომელიც კოლონებს შორის რკინის სქელი, საშუალოდ ოცმეტრიანი მატერია აგებს, ნაცრისფერი მგლების სამეული იცავს, ჯიმინი გალავანზე ყოველ ათ მეტრში ჩამწკრივებულ მცველებს ამჩნევს და უკვე ნანობს იმ გოლიათს რომ არ დაუჯერა და ურჩობა არჩია.

საზარლად გამოიყურებოდა გარემო, თითქოსდა უარაფრობის და სიცარიელის თავბრუდამხვევი მორევი ითრევდა ომეგას, აიძულებდა შიშის დაუოკებელი წადილი, რომელიც გაქცევას მოუწოდებდა, ძალით ჩაეხშო, ერთ ადგილას იყო გაშეშებული, თითქოსდა სიკვდილს უყურებდა თვალებში და წარმოსახვა, მიუწვდომელი რეალობის წინაშე, რომელიც ასე მოულოდნელად დაესხა თავს, იმედებს უკლავდა და ბედს შეგუებას აიძულებდა.
არც ასე მარტივად არ ნებდებოდა ჯიმინი, აჯანყებას მანამ გააგრძელებდა ალფის წინაშე, სანამ მის უვარგისობაში არ დაარწმუნებდა და უკან დაბრუნების შანსებს არ მოეჭიდებოდა.

სანახაობით ყურადღება გაფანტული ომეგა ვერც კი ამჩნევს, მგლის ჩრდილი როგორ აწვება მის სხეულს, სიბნელეში ხვევს და მხოლოდ მაშინ ფხიზლდება, როცა მისუსტებული ღრენა ესმის, შემოტრიალებას ვერ ასწრებს ისე ესხმიან თავს და ქვიან მიწაზე აკრავენ, ჯიმინს აუტანელი ტკივილისგან, რომელიც თავის ძლიერმა დარტყმამ გამოიწვია, თვალებში ცრემლები უგუბდება და ბოლო ხმაზე ქვითინს იწყებს, დარწმუნებულია ახლა ყელში წვდებიან და გამოღადრავენ, ქუთუთოებს მაგრად უჭერს, კივის და ემზადება მტანჯველი ტკივილი როდის ჩაითრევს ღრმა უფსკრულში.
მისდა გასაკვირად თათების ზეწოლას ვეღარ გრძნობს, მგელი თავს ანებებს, მჭრელ კლანჭების ზეწოლა ქრება და დაფეთებული ახელს თვალებს, მის წინ ბეწვში გახვევით დაკავებულ ალფას აშტერდება, ხმაურიან კრუსუნს კი ვერაფრით უმკლავდება.

ნადირობაHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin