პროლოგი

53 6 1
                                    

შავი მთვარიანი ღამე იყო. კარვებით სავსე კუნძული სიბნელეში და სიჩუმეში იყო გამეფებული. ირგვლივ არავის და არაფრის ხმა ისმოდა როცა მოულოდნელად მდინარე ადიდდა და ცაზე ელვა გავარდა. მათ ხმაურს კი მოყვა ქალის განწირული ყვირილი და წითურთმიანი ქალიც კარვიდან გამოვარდა შეშინებული სახით. მისი თმები ქარის ფონზე ჰაერში ცეკვავდა. ირგვლივ მიმოიხედა და უკვე რომ ეგონა მომესმაო, ისევ გაისმა ყვირილი და ამას მოყვა ბავშვების ტირილისა და ყვირილის ხმები. სწრაფად დაიძრა ხმის მიმართულებით და დაინახა კარავი, რომლის თავზეც წითელი ციცინათელებით წრე იყო გაკეთებული. ქალმა ღრმად ამოიოხრა და კარავში შევიდა. დაინახა ქალი, რომელსაც კარგად იცნობდა და რომელიც თავად აღზარდა, ტკივილისგან გამწარებული ყვიროდა. მისი ხელები კი მის ორ შვილს ეკავა. ბიჭი უკვე 6 წლის იყო და ესმოდა რომ დედა კარგად არ იყო, იცოდა ამის მიზეზიც მაგრამ დახმარება რომ არ შეეძლო, ტიროდა და დედას ხელზე ეფერებოდა. გოგონა კი რომელიც 3 წლის იქნებოდა, ტიროდა, ყვიროდა და დედას ხელს არ უშვებდა, პატარა ბავშვიც კი ხვდებოდა რომ დედა კარგად არ იყო.

მისულმა ქალს სახეზე შეხედა და მიხვდა რაც ხდებოდა. საწოლის წინ ჩაიმუხლა და ყველანაირად ეცადა ქალისთვის ტკივილები შეემცირებია, თან დროდადრო ბავშვებს ეუბნებოდა რომ დამშვიდებულიყვნენ. საბოლოოდ დიდ ხნიანი ხმაურისა და ტკივილის შემდეგ გაისმა კიდევ ერთი ბავშვის ტირილი და ყველა დადუმდა. წითურს ხელში პატარა ბავშვი ეჭირა, რომელსაც წითური რამდენიმე თმა ქონდა და იმ მომეტში როცა ბავშვმა თვალები გაახილა, უფროსი ქალის სქელი წითური თმა თეთრად იქცა და მის სახეზე ღიმილი გაქვავდა. მისი მოვალეობა დასრულდა, ან დასრულდებოდა იმ მომენტში როცა ეს ახალშობილი 21 წლის გახდებოდა და ძალებს აღმოაჩენდა. მის სახეზე სიმწრის ღიმილი გამოისახა როცა დედას გაუღიმა და გოგოს დაბადება ახარა.

თუმცა სიხარული წამიერი აღმოჩნდა რადგან წამებში ისევ გაისმა ქალის სასოწარკვეთილი ხმა და აწ უქვე თეთრთმიანმა ქალმა პატარა ბავშვი ბიჭს გადასცა და პირობა ჩამოართვა რომ მასზე იზრუნებდა. ბიჭმა თავი დაუქნია და ახალშობილს დასჩერებოდა მომღიმარი. აი ქალი კი ისევ მეორედ ჩაება ბავშვის დაბადების საქმეში. და საბოლოოდ 10 წუთის მერე მეორე ბავშვი ეჭირა ხელში, მაგრამ ის არ ტიროდა, მან უბრალოდ თვალები გააახილა და გაიღიმა და ქალი მიხვდა რომ ყველაფერი იცვლებოდა. მეორე ახალშობილსაც წითური თმა ქონდა მაგრამ ეს უფრო ძლიერი ჩანდა, მეტად მშვიდი. ის არ ტიროდა, ეს კი ქალს საშუალებას აძლევდა რომ რაღაც მოექმედებია. მან დედას დანანებით გახედა და თავი გააქნია, უთხრა რომ ამასზე თვითონ იზრუნებდა და კარვიდან, რომელშიც მომტირალი დედა და ორი ბავშვი დატოვა წითურების ახალ თაობასთან ერთად, ახალშობილით ხელში გავიდა. ხელის ოდნავი აქნევით მან პორტალი გააღო და შიგნით შევიდა.

"ალისფერი ცხოვრება"Where stories live. Discover now