მეშვიდე თავი

8 5 0
                                    

1 კვირა გაატარეს ავერილიას მითეთებებით ვარჯისში, თუმცა ლისა ვერაფერ ახალს ვერ გრძნობდა, მის ძალებს მაინც ვერ იყენებდა სწორად. დორაც კბენდა ვარჯიშის დროს და მის კონცენტრაციას ნულამდე სცემდა. ნიკი ცდილობდა მის დახმარებას. ყველანაირად შეეცადა ავერილიას გამოცდილი შელოცვებით, ხრიკებითა და ათასგავრი გხებით მისი ძალების მართვაში დახმარებას. მაგრამ უშედეგოდ. ლისა მაინც ვერ ახერხებდა ამას. დორა კი გამუდმებით კბენდა და უსუსურს ეზახდა ამის გამო. გოგო თავიდან აიგნოებდა თუმცა ეს იგნორიც უკვე მოსაბეზრებელი ხდებოდა მისთვის. თან ის გამოხედვა რითაც დორა ნიკს უყურებდა და ფლირტის მცდელობები მის კონცენტაციას ვერ ეხმარებოდა. ერთ გარკვეულ მომენტზე ფიქრისა და გამოყენების ნაცვლად, როგორცავერილიას მითითებებით ნიკი ასწავლიდა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ მოეკლა დორა. საღამომდე ვარჯიშობდნენ, თუმცა მუდამ უშედეგოდა. ნიკი იმასაც კი ფიქრობდა რომ ლისა ამას სახლში უფრო შეძლებდა ვიდრე აქ. დორა მუდამ საუბრობდა მის წარუმატებულ მცდელობებზე ავერილიასთან და სხვებთან. ავერილია ნიკის პიტერით ან სხვით შეცვლასაც კი აპირებდა უკვე. მაგრამ ნიკი არ აძლებდა ამის უფლებას. ვარჯიშის მერე ყოველ საღამოს ესაუბრებოდა ის და ხანშიშესული წითური ერთმანეთს და ლისას მომავლ დღის ვარჯიშს განიხილავდნენ. მაშინ როცა ლისა ღამეებს მარტო ატარებდა კარავში და ძირითადად ხატავდა. მხოლოდ ასე მშვიდდებოდა და თავისუფლდებოდა იმ სიბრაზისგან, რასაც დორას ყოველი ქცევა იწვევდა.

ნიკოლასი ტყიდან შუაღამეს დაბრუნდა. ჩუმად მიუახლოვდა კარვებს და მის კარავშიც ფრთხილად შევიდა, შემოსასვლელი ჩაკეტა და ოთახს მოავლო თვალი. საწოლის მარცხენა მხარეს სუსტი სხეული შენიშნა, რომელსაც მშვიდად ეძინა. მის საწოლთან ფანქარი და რვეულიც შენიშნა და მათკენ წავიდა. ნელა აიღო, იქვე თაროზე დადო, თუმცა ინტერესმა სძლია და ნელა გადაშალა. პირველ გვერძე დენის სახე დაინახა, ფანქრებში შესრულებული იდეალური პორტრეტი იყო, გაეღიმა როცა ხატვის პროცესში წარმოიდგინა ლისა. ოტახში, საღებავებითა და ტილოების სავსე სივრცეში, ტილოსთან მჯდობი, აწეული წითური თმით, რომელიც ფანქრებით აქვს დამაგრებული, სერიოზული სახით ტილოზე მომზირალი, მისი თხელ ლამაზ თითებს შორის ფუნჯითა და სახეზე რამდენიმე ფერადი ხაღით. გაეღიმა მის წარმოდგენლი სურათზე და წამით ისურვა ერთმანეთი სხვა რეალობაში სხვანაირად გაეცნოთ. სხვა დროს არ გადაწყვეტტა მის გრძნობებზე უარის თქმას. არ დააიგნორებდა მათ და არც დაიჭერდა დისტანციას. მაგრამ ახლა ეს უნდა გაეკეთებინა. ვერ დაუშვებდა რომ გრძნობებს აყოლოდა. პირობას ვერ დაარღვევდა, ვერ შეუყვარდებოდა ვინმე და მერე მისი ტკივილის მიზეზი ვერ გახდებოდა.

"ალისფერი ცხოვრება"Where stories live. Discover now