თავი მეორე

53 6 7
                                    

ერთი კვირა გაატარეს ქალქში და თანდათან შეეგუეს იქაურ ყოფას. იქ არავის აინტერესებდა თუ ვინ იყავი ან რას აკეთებდი. შეგეძლო თავისუფლად გეარა ქუჩებში და არავინ გამოგხედავდა ისე თითქოს გამოწმებდნენ რას დააშავებდი. იქ თითქოს უხილავი იყავი, არავინ გაქცევდა ყურადღებას, არავინ გამოგელაპარაკებოდა თუ შენ არ კითხავდი რამეს. ლისას ეს რატომღაც მოწონდა კიდეც, რადგან ასე თავისუფლებას გრძნობდა. თავისთვის დახეტიალობდა ქალაქში და ყველაფერს თავის გემოზე აკეთებდა. თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა მასში. რაც ქალაქში გადავიდა, მის მერე უცნაური სიზმრები დასჩემდა. ყოველღამე ხედავდა გადამწვარ მდელოს, ესმოდა ხალხის განწირული ყვირილი და ხედავდა თავის თავს ამ ყველაფრის ცენტრში, მომღიმარს და წითელი კაშკაშა თვალებით. ყოველ ღამე იღვიძებდა ერთიანად სველი და გრძნობდა ხელებში თითქოს სისხლი უდუღდა. თუმცა არაფერი ხდებოდა, არც თვალები უელავდა გაღვიძებულს და არც დამწვარი სხეულების სუნი სცემდა, თუმცა მაინც სუფთად ხედავდა გადამწვარ კარვებსა და მაინც ჩაესმოდა ადამიანების ყვირილი. მხოლოდ გაღვიძებიდან ერთ საათში ახერხებდა ხელახლა დაძინებას, მანამდე ერთიანად კანკალებდა და ისევ სიზმრის ზემოქმედების ქვეშ იყო. თუმცა ამის შესახებ არავისთან უსაუბრია, რადგან არ სურდა და-ძმა ამ ამბით დაემძიმებია, თანაც მისთვის ეს უბრალოდ ქალქის შეცვლით გამოწვეული ნერვიულობის შედეგი იყო და ღმად წამდა რომ დროის გასვლასთან ერთად ისიც გაქრებოდა.

აი დენი კი, დენი ლისასთან ფრთხილობდა. არ სურდა ერთიანად ეამბა მისთვის მთელი ისტორია და ის შეეშინებია, მაგრამ არც ბოლო წამამდე უნდოდა მისი მოტოვება. მას დის დახმარება უნდოდა მაგრამ არ იცოდა ეს როგორ აეხსნა. რუბისთან ყველაფერი ბევრად მარტივი იყო, რადგან მას მშობლებისგან ახსოვდა ამბები, აი ლისას კი ისინი არც ახსოვდა, როცა მშობლები დაკარგეს მხოლოდ 5 წლის იყო და მის მერე დეიდასთან იზრდებოდნენ სანამ დენი 18 წლის არ გახდა და მეურვებო თავის თავზე აიღო. ამ წამიდან კი ყველაფერი შეიცვალა, ყველასგან გასაოცრად დენიმ შეძლო დებისთვის ნორმალური ცხოვრება მიესცა. რუბი ძმას ეხმარებოდა რადგან მის მსგავსად ისიც მშობლების მოგონებებს იყენებდა სწორი გზების საპოვნელად. რუბი ყველაფერს თავისთვის ხვდებოდა და მიუხედავად იმისა რომ ძმას არ ეთანხმებოდა როცა ლისასგან ყველაფრის დამალვა გადაწვიტა, მაინც სჯეროდა რომ ეს რაღაც მხრივ სწორი იყო რადგან მასაც არ წამდა რომ პატარა სუსტი გოგო რომელსაც დედისგან მხოლოდ ბედნიერი მოგონებების რაღაც ნაწილი ახსოვდა, ყველაფერი სწორად გაეგო და გაეაზრა თუ რა ხდებოდა რეალურად. ამიტომაც ისინი ყველაფერ მალავდნენ ლისასგან და იმ მომენტს ელოდნენ როცა ის 21 წლის გახდებოდა და რეალური სამყაროს პირისპირ აღმოჩნდებოდა. თანაც მალე ლისას დაბადების დღე იქნებოდა და ყველაფერი დაიწყებოდა. ზუსტად 17 ნოემბერს მოხდებოდა პირველი გამოღვიძება და ლისაც ამ ჩახლართული ისტორიის ნაწილი გახდებოდა.

"ალისფერი ცხოვრება"Where stories live. Discover now