თავი მეოთხე

25 5 9
                                    

ზუსტად შუა ღამეს კარზე კაკუნი ატყდა და მისაღებში მყოფებიც რეალობაში დაბრუნდნენ. ორივემ ერთმანეთს გადახედა შემდეგ კი კედელზე არსებულ საათს და ნიკოლასი წამებში უკვე კიბეზე ადიოდა, რუბი კი კართან იდგა და ცდილობდა რაც შეეძლო მტკიცე სახე მიეღო, რომ არანაირი შიში არ დატყობოდა სახეზე. კიდევ ერთი კაკუნი გაისმა და ცაზეც გავარდა ელვა, რომელმაც მთელი სახლი ლურჯ ფერში გაანათა და რუბიმაც კარი შედარებით მშვიდად გააღო. კარის ზღურბლთან თერთ კაბაში გამოწყობილი ქალი იდგა, რომელიც 40-50 წლისას გავდა, თუმცა ერთი ნაოჭიც არ ეტყობოდა და მისი თვალები ისე ელავდა თითქოს ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ადამიანი ყოფილიყო. მისი თეთრი გრძელი თმის მხოლოდ ნაწილი ჩანდა რადგან ლურჯი მოსასხამის ემოსა, რომლის ქუდიც მხოლოდ თმის ნაწილს აჩენდა. ქალის გამკიცხავი ხასიათი მის თვალებსა და სახეზე აშკარად ჩანდა. ხელში თეთრი ყვავილი ეჭირა და თამამად უყურებდა მის წინ მყოფს. მიუხედავად იმისა რომ რუბის ძალა მოწონდა, მაინც მუდმივად მკაცრი იყოს მის მიმართ, რადგან ჯერ მისგან არანაირი სიახლე არ სმენოდა სასურველზე.

გოგომ თამამად გაუღიმა მის წინ მყოფს და ხელით ანიშნა რომ შემოსულიყო, თუმცა ქალი ისევ კართან დარჩა და რუბის თვალებში უფრო მკაცრად ჩახედა.

-შენგან სასიხარულო ამბავს როდის უნდა ველოდო?

რუბიმ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და ავერილიას ამჯერად სერიოზულად გახედა და კიდევ ერთხელ ანიშნა რომ შემოსულიყო, თუმცა ისევ უშედეგოდ. ამიტომ ღრმად ამოისუნთქა და ხმა ამოიღო.

-ამას დრო გვეტყვის.

-ამასთან დრო არაფერს შუაშია რუბიმეი და ეს ორივემ ვიცით, ამიტომ რატომ არ მეტყვი რეალურ მიზეზს თუ რატომ არ მაწვდი ამბავს რომელიც ასე მსურს?

-მაშინ გეტყვი სასურველ ამბავს როცა ეს მოხდება, მანამდე კი ბოდიში თუ ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ, განსაკუთრებით მომხდარის შემდეგ. ახლა კი იქნებ ჩემი და აღარ ვალოდინოთ.

"ალისფერი ცხოვრება"Where stories live. Discover now