თავი მესამე

38 5 8
                                    

ერთი კვირაც ლისას მიერ კითხვების დასმასა და დენიელის პასუხებში გავიდა. რუბიმ მთელი ეს დრო ოთახში გამოკეტილმა გაატარა, არცერთი მათგანისთვის სიტყვაც არ უთქვამს, უბრალოდ ოთახში იყო და ერთ წერტილს უყურებდა კედელზე, ან უბრალოდ დანის სროლაში ვარჯიშობდა. ეს ფაქტი დენისთვის ჩვეული მოვლენა იყო, უბრალოდ ის ადარდებდა რომ რუბის უხასიათობა გაუგრძელდა და შეიძლებოდა ავერილიასაც ასე დახვედროდა აი ეს კი კარგს არაფერს მოუტანტა არცერთს.

და აი დადგა ის დღეც. დღე როცა ლისა 21 წლის ხდებოდა და ყველაფერი შეიცვლებოდა. დილიდანვე ყველაფერი ჩუმი იყო. თითქოს ბუნებაც კი ემზადებოდა დღევანდელი დღისთვის. დილით იუბილარი ადრე ადგა და დაიწყო ბლინების გამზადება. უნდოდა როგორმე შეექმნა განწყობა. რადგან დაბადების დღის ხასიათზე ნამდვილად არ იყო. თან მისი და-ძმის გახარებაც სურდა. თუმცა მისი საქმიანობა კარზე ზარის ხმამ გააწყვეტია, რაც უცნაურიც კი იყო, რადგან რაც აქ გადმოვიდნენ მის მერე არავინ სტუმრებიათ, თითქოს არც კი იცოდნენ რომ მათი მეზობლები იყვნენ. ლისამ ხელები გაიწმინდა და კარისკენ წავიდა. კარი გააღო და იქ მაღალი დაკუნთული 25 წლამდე ბიჭი იდგა. შავი შარვალი, თეთრი მაისური და ტყავის კურტკა ეცვა თეთრ ბოტასებზე. ხვეული ყავისფერი თმა ოდნავ არაეოდა, რაც ქარით იყო გამოწვეული. წარბები სიცივის გამო შეეკრა. მისი თაფლისფერი თვალებით კი მის წინ მდგომ წითურს ურცხვად ათვალიერებდა. ბოლოს კი ჩაიღიმა. ლისა გამოერკვა ფიქრებისგან და ხმა ამოიღო.

-ვინ ბრძანდებით?

-დენიელი და რუბი შინ არიან?

-კიდევ ერთხელ გეკითხებით ვინ ხართ?

-მე ნიკოლასი ვარ. რუბისა და დენიელის სანახავად მოვედი. ახლა კი ლისა, მგონი ასე გქვია, თუმცა რა მნიშვნელბა აქვს, მოკლედ, იქნებ შემომიშვა?

-უცნობებს სახლში არ ვუშვებთ. აქ იყავი. დენილს დავუძახებ.

ეს თქვა და მისაღებისკენ წავიდა, თუმცა კარის დაკეტვა არ დავიწყებია და ბიჭის გაოგნებული სახეც კარგად დაინახა.

"ალისფერი ცხოვრება"Where stories live. Discover now