თავი მეხუთე

15 5 0
                                    

ნიკოლასი დილით ადრე ადგა, თუ არა მაშინვე სარბენად წავიდა ტყეში, რათა გონება გაეწმინდა, ამაში მხოლოდ სირბილი და მარტო ბუნებაში ყოფნა ეხმარებოდა. ახლაც ტყის შუაგულში მათ სავარჯიშო ველზე იწვა და უბრალოდ ბუნებით ტკბებოდა. ის არ გავდა იმ ბიჭებს რომლებიც მხოლოთ გართობაზე და დალევაზე ფიქრობდნენ. ყოველთვის უნდოდა რომ ჩვეულებრივი ყოფილიყო, ნორმალური თინეიჯერი, რომლის პრობლემებსაც მოსაწევი, წვეულებები და გართობის დეფიციტი წარმოადგენდა. თუმცა ამის მაგივრად ის ,,განსხვავებულთაგან" ერთ-ერთი იყო, თანაც საკმაოდ ძლიერი შესაძლებლობებით. 16 წლისას უკვე ეწვიაავერილია და დახმარება შესთავაზა, სიბრაზის კონტროლში. მან კი მისი დის გარეშე წასვლაზე უარი განაცხადა, მაშინ ჯემა 14 წლის იყო. პატარა სუსტი გოგონა, რომელსაც ძმის გარდა დამცველი არავინ ყავდა, რადგან დედას არაფრად მიაჩნდა ისინი, ხოლო მამა უმეტესად სმით იყო დასაქმებული. ყოველდღე ერთი და იგივე არარაობას წარმოადგენდა მისი ცხოვრება, მხოლოდ ჯემა ყავდა, რომელიც მის უბადრუკ ცხოვრებაში ერთადერთ ნათელ წერტილს წარმოადგენდა, თუმცა იმ ქალმა, რომელმაც ისინი ლოთი მამისგან იხსნა, სწრორედ იმ ადამიანდმა, რომელმაც დახმარება შესთავაზა, მან მოუკლა. თავიდან ავერილიასთან ყოფნის საათები, ნორმალურობასთან ახლოს იყო, უბრალოდ ვარჯიში და ემოციების კონტროლი ევალებოდათ, სანაცვლოდ კი უსაფრთხო თავშესაფარი და მეგობრები.. 18 წლის იყო, როცა რუბი გაიცნო, მას ნაილი და დანარჩენები მოყვა. ისინი ერთად ატარებდნენ დროს და ჯემასაც ნაცნობები ემატებოდა, თუმცა როცა 20 წელი შეუსრულდა და ძალებმა გამოჩენა დაიწყეს, თითქოს და ყველაფერი აირია, ისინი უმეტეს დროს გართობის ნაცვლად წვრთნაში ატარებდნენ, ჯემაც მარტო რჩებოდა და მხოლოდ მის მოგონებებს შეეძლოთ მის ლამაზ სახეზე ღიმილის გამოწვევა, დროთა განმავლობაში დენს უახლოვდებოდა. ახალ ბიჭს, რომელსაც საუცრად სწრაფად შეეძლო ყველაფრის ათვისება და გრძნობების კონტროლი, ის ყველასგან გამოირჩეოდა და ჯემაც ადვილად მოიხიბლა მისით. რუბიც ეხმარებოდა მათ დაახლოებას. აი ნიკოლაის კი თავიდან დიდ უარზე იყო, თუმცა როცა მისი დის მწუხარებას ხედავდა, რაც დენის სიშორით იყო გამოწვეული, ხვდებოდა რომ მისი დის ბედნიერება ამ ახალ ბიჭზე იყო დამოკიდებული და ისიც დათანხმდა. ახლაც როცა ცას უყურებს, მხოლოდ ჯემას ცისფერი თვალები და ბედნიერი ღიმილი წამოუდგება ხოლმე. მისი და ახლაც ყველაზე ძვირფასია მისთვის. ნანობს, ნანობს რომმ მაშინ იმ დაწყევლილ კარავში არ დარჩა მასთან, იქნებ დახმარებოდა და ის არ დაეკარგა, არ დაეკარგა მისი მანათობელი ვარსკვლავ.. ჯემას გახსენებისას თვალები აუცრემლიანდა და ემოციები მოაწვა, დიდი სიამოვნებით გამოუშვებდა ახლა ამ გრძნობებს ქარიშხლის ან მიწისძვრის საშუალებით, თუნდაც ელვის, თუმცა ასე მოსახლეობის სიცოცხლეს დააყენებდა საფრთხის ქვეშ.

"ალისფერი ცხოვრება"Where stories live. Discover now