ვინ ვარ მე(1)

3.8K 178 24
                                    

-მოგესალმებით, თქვენ ახლა უყურებთ იაპონიის 60 წუთს, მე კი მისი წამყვანი ვარ. ყველა აქტიურად განიხილავს გუშინდელ სამეფო შეკრებას. განსაკუთრებით, დიდი ყურადღება მიიქცია ჩვენმა ულამაზესმა და უმშვენიერესმა-პრინცესა კეიკომ...

სხვა არხზე გადავრთე.

-Dj Queen, თუ ამას უსმენ, მინდა მოგილოცო პრიზი. მართლაც იმსახურებ და სამართლიანად მოიპოვე გამარჯვება. მაგრამ მთავარ კითხვაზე პასუხი მაინც არ გვაქვს. ვინ არის ის? გოგონა, რომელიც უკვე 3 წელია, წარმატებულად მოღვაწეობს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გვაოცებს თავისი მუსიკით.

ჰაჰ.... შემდეგ არხზე გადავრთე კმაყოფილი ღიმილით.

-დამეთანხმებით, ალბათ, რომ ძალიან ნიჭიერი, დახვეწილი და ძალიან ლამაზი მომავალი დედოფალი გვყავს.

აჰ... ისევ?! ოოო. სხვა არხზე აღარც გადავრთე. აზრი არ აქვს. მაინც ყველა არხი და ყველა გადაცემა ერთ და იგივე რამეს, არა, ვინმეს განიხილავს „კეიკო" „როგორ ეცვა კეიკოს" „როგორ იცინოდა კეიკო" და ასე შემდეგ.

გამოვრთე, ეს უსარგებლო ნივთი და ხელში დღიური ავიღე.

ვინ ვარ მე? ბევრი სახელი მაქვს. არც კი ვიცი საიდან დავიწყო ან რომელი ერთი გითხრათ. მაგრამ მოდი შემოგთავაზებთ იმ ვარიანტს, რომლითაც ყველაზე ხშირად მომმართავენ „იაპონიის პრინცესა-კეიკო". დიახ, მე პრინცესა ანუ მომავალი დედოფალი ვარ. სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მშვენიერი წარმომადგენელი. უმეტესობისთვის „გვირგვინის ერთ-ერთ სათამაშო". აჰ... თუმცა ვერც გავამტყუნებ. ისინი ამბობენ რასაც ხედავენ. მართლაც, უკვე არა-ერთი საუკუნეა ჩემი ოჯახი, სამეფო ოჯახი, ამ დაწყევლილი გვირგვინის სათამაშოა. თითქოს ხო2070 წელია. აბსოლიტური მონარქიაა, თითქოს მეფეს ან თუნდაც მე არავინ უნდა გვმართავდეს. აქეთ უნდა ვმართავდეთ ყველას და ყველაფერს.. მაგრამ... შეიძლება ითქვას გვირგვინი ჩვენი მბრძანებელია. უი, უკაცრავად, შეიძლება არასწორად გაიგოთ, ის მე კი არა, ჩემს ოჯახს მმართავს. მე? ის მე არაფრად მიმაჩნია. უბრალოდ ოქროსგან გაკეთებული, ლამაზი, ბრჭყვიალა ნივთი. თუმცა დამერწმუნეთ, ეს ვითომ და ბრჭყვიალა და ლამაზი ნივთი, თვით წყვიადზე ბნელია.

ბნელი გვირგვინი(დასრულებულია)Where stories live. Discover now