გავიმარჯვე(7)

1.3K 112 57
                                    

არ ვიცი.. მართლა არ ვიცი რა ვიგრძენი, როცა ეს სიტყვები გავიგე. თითქოს რაღაც ძალიან მძიმე ჩამარტყეს თავში და მიწას მივეჭყლიტე. უდიდესი ტკივილი, რომელიც მოგანდომებს გაქრე. მოგანდომებს წახვიდე, გაიქცე. ვერ ვხვდები, ვერც კი ვიაზრებ ისე ვიწყებ ტირილს. ისიც კი ვერ ვიგრძენი, როგორ დავემხე ძირს.

მოვკვდი. სულიერედ მოვკვდი. გულში რაღაც ჩამწყდა. შიგნეულობა ამეწვა. კანკალმა ამიტანა. თვალთ დამიბნელდა. ხელები, ფეხები, მთლიანად მთელი სხეული გამეყინა. თავში თითქოს რაღაც ამიფეთქდა. საშინელება გრძნობა. არ მინდა... გთხოვთ მითხარით, რომ ხუმრობა. გთხოვთ ვინმე გამოდით და დაიყვირეთ „ეს ხუმრობაა" ან გთხოვთ ვინმემ დაიყვირეთ „გადაღებულია". არ მინდა.... ვუარყოფ, ეს არ არის რეალობა! ეს კოშმარია! მაგრამ საშინლად რეალური კოშმარი.

დედიკო, გთხოვ მოდი და გამაღვიძე. დედიკო...მამიკო....გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. გაამაღვიძეთ და მითხარით, რომ მოვემზადო წვეულებისთვის. დედა, გთხოვ მოდი და დამტუქსე ჩემი რამე საქციელის გამო, რომელიც შნეი აზრით არ შეეფერაბა მომავალ დედოფალს. მამა, გთხოვ ცხოვრება მასწავლე. მასწავლე ბრძოლის ხელოვნება, ქვეყნის პოლიტიკა. გთხოვ, წამო ბაღში გავისეირნოთ. გთხვოთ, ძალიან გთხოვთ... გემუდარებით.. არ წახვიდეთ, არ დამტოვოთ მარტო ამ დაუნდობელ სამყაროში. გთხოვთ, ვერ შევძლებ... ვერ გადავრჩები. სუსტი ვარ ზედმეტად. გთხოვთ, ჩემი დედიკო და მამიკო მინდა....

-პრინცესავ...ვწუხვარ...

თავი ჩაქინდრა სასახლის მთავარმა მოსამსახურემ...ჩუმად იდგა. ჩანიოლი კი ჩემს წინ იყო ჩამუხლილი და თვალებში მიყურებდა. თითქოს ეშინოდა ჩემი შეხების.

თითქოს, ამას თუ გააკეთებდა მე ავფეთქდებოდი.ააააააააააააააა....... გესმით ჩემი?! დამეხმარეთ?!

-ააააააა

დავიყვირე და ბღავილი დავიწყე... საშინლად ძლიერად ვტიროდ, მაგრამ არ ვჩერდებოდი. უფრო სწორად, ვერ ვჩერდებოდი. დედიკო... გთხოვ მოდიი ჩამეხუტე. შენ ხომ არასდროს ჩამხუტებიხარ. დედიკო, გთხოვ... მამიკოო, გთხოვ...არ წახვიდეთ

ბნელი გვირგვინი(დასრულებულია)Where stories live. Discover now