მინდიხარ....(9)

1.4K 107 46
                                    

-თანახმა ხართ გაჰყვეთ ცოლად იაპონიიის მეფეს, პარკ ჩანიოლს და შემდეგ მასთან ერთად გაიზიაროთ მთელი ცხოვრება, თავის სევდიანი და ბედნიერი წუთებით?

ყურშას თვალებში შევცქერი. ჰაჰ, როგორ უხარია! როგორ.. ვერც კი წარმოიდგენთ.

მისი „სხივი" კიდევ უფრო მეტად ანათებს და უფრო მეტად თვალის მომჭრელია. უფრო მეტი ჭინკა დახტუნავს მის თვალებში. პატარა ბავშვის გამომეტყველებით მიყურებს და ძალიან თბილად მიღიმის.

იმედიანი თვალებით შემომცქერის. თან ჩემი ხელი უჭირავს და ცერა თითით მეფერება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე იცის ჩემი გადაწყვეტილება, მაინც ძალიან ღელავს. ამას თვალებში ვამჩნევ..ჰაჰ, მაგრამ მაინც უფრო იმიტომ, რომ მისი ნებისმიერი ნერვული წიკი ზეპირად ვიცი. ვიცი, რომ ცერა თითით მაშინ მეფერება, როცა რამეზე ძალიან ღელავს და ნერვიულობს.

ვიცი ეს ჩემი ბოლო შანსია აქაურობას მოვშორდე. ვიცი, რომ თუ „არა"ს ვიტყვი ყველაფერი დასრულდება. ყველაფერი ეს.. მათ შორის ჩემი და ჩანიოლის ურთიერთობა. დასრულდება და დაინგრევა ის რასაც მთელი 16 წელი ვქმნიდით. მართალია, იყო 10 წლიანი შესვენებაც, მაგრამ ისიც საჭირო იყო.

-დ..იახ..

ბორძიკით ვთქვი. ჩანიოლს ღიმილი გაუფართოვდა და უფრო მეტად მომიჭირა ხელი.

-თქვენ, პარკ ჩანიოლ? თანახმა ხართ?

საკმაოდ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა...

48 საათით ადრე

-შენ ჩემი ცოლი გახდები. ამას კი ვერავინ და ვერაფერი შეცვლის ქვეყანაზე!

მიღიმის, მიცინის, ეშმაკურად მიღიმის და ამას ხაზგასმით ამბობს. მე კი უბრალოდ დაბლა ვგდივარ და ჭერს შევცქერი.

ბავშობიდანვე მოყოლებული, მაოცებს მისი სილამაზე. როგორ?! რანაირად? ვინ შექმა ეს სილამაზე?! გრანდიოზული, დიდ ორნამენტები ერთმანეთში იხლართება და ერთ დიდ „ლაბირინთს" ქმნის. ულამაზესია და გასაოცარია! სიტყვებით აღუწერელი! ვიცი, სულელურად ჟღერს.. ვინმე იფიქრებს კიდეც, რომ ნუთუ არსებობს რამე ამ ქვეყანაზე, რისი აღწერაც შეუძლებელია სიტყვებით?! მე დაგარწმუნებთ და გეტყვით, რომ დიახ, არსებობს. ახლა პირდაპირ მას შევცქერი. არის ამ სამყაროში ის რისი აღწერაც შეუძლებელია. ყველაფერს ვერასდროს ავღწერთ და ყველაფერს ვერასდროს გავიგებთ. აუცილებელია იგრძნო, შეუგრძნო, შენი თვალებით დაინახო ეს საოცრება. მერე კი ნამდვილად დარწმუნდებით, რომ სამყაროში სასწაულები ხდება.

ბნელი გვირგვინი(დასრულებულია)Where stories live. Discover now