ჯოკერი(5)

1.4K 119 20
                                    

*Flashback*

-იციი, რა მინდა კეიკო ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად?

-რა?

-ის რომ ცნობილი მომღერალი გავხდე. ის, რომ სცენაზე ვიდგე და ხალხი მე მიყურებდეს. მიყურებდეს არა, როგორც კორეის პრინცს, არამედ როგორც რეპერს. როგორც „ვარსკვლავს".

-მეც მინდა ხალხი მიყურებდეს არა, როგორც „იაპონიის პრინცესას" არამედ, როგორც ჩვეულებრივ გოგონას. არაფრით გამორჩეულს. მეც მინდა ვიარო სკოლაში, სკოლის წვეულებებზე, გავერთო ჩემს კლასელებთან ერთად კლასში. გავაბრაზო მასწავლებლები და მერე ამის გამო ჩემი მშობლები დაიბარონ სკოლაში.

-დავუშვათ, აღარ ხარ იაპონიის პრინცესა, რას გააკეთებდი?

-ჰაჰ...ალბათ დიჯეი ვიქნებოდი...ნელ-ნელა დავიხვეწებოდი და მერე ძალიან ცნობილიც გავხდებოდი.

-მერე ერთად გამოვიდოდით ხოლმე?

-რათქმაუნდა. მე და შენ.... ძალიან მაგარი დუეტი ვიქნებოდით...

-მხოლოდ მე და შენ? აჰჰჰ...როგორ სასიამოვნოდ ჟღერს.

ორი თინეიჯერი სასახლის ეზოში, მინდორზე წვანან და ზეცას შეჰყურებენ. ითვლიან ვარსკვლავებს და თან ერთმანეთს საკუთარ სურვილებსა და ოცნებებს უნდობენ. რა სასიამოვნოდ ჟღერს, არა?!

ერთმანეთის გვერდი-გვერდ წვანან და ისე ლაპარაკობენ. ჩუმად, ძალიან ჩუმად, თითქოს ეშინიათ, რომ ვინმე გაუგებთ და შემდეგ ამის გამო დასჯიან. ბიჭი გოგოს მხარეს ბრუნდება და მის პროფილს შესცქერის. როგორ სიამოვნებას, როცა თვალს ადევნებს მის პატარა, ლამაზ გოგონას! როგორი ბედნიერია, ამ წუთას და ამ წამს, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ. უბრალოდ უნდა, რომ გაყინოს ეს წამი..ეს წუთი..და მასთან დარჩეს სამუდამოდ. მას უყუროს: მის პროფილს, მის თვალებს, მის მაღალ კისერს, მის ლოყებს, მის ფაფუკ თმებსა და ასევე ფაფუკ ტუჩებს.

-მართლაც რომ სასიამოვნოდ ჟღერს..

ღიმილით ამბობს გოგონა და ისევ ზეცას შეჰყურებს. გრძნობს, როგორ უყურებს ბიჭი თუმცა სპეცილაურად არ უყურებს თვალებში. უყვარს როცა მისს ყურშაას, მის იოლს, მის ელფს, მის ბიჭს, მის ჩანიოლს აწვალებს.

ბნელი გვირგვინი(დასრულებულია)Where stories live. Discover now