ყველგან და მილიარდში(3)

1.5K 117 29
                                    

რა მიკვირს?! რისი იმედი და ილუზია მქონდა?! მართლა მეგონა რომ ვერ მიხვდებოდა?!

გაშეშებული ვდგავარ. ვერ ვინძრევი. მუსიკაც კი ყრუდ ჩამესმის. მარტო მისი სუნთქვა მესმის და მისი ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩურჩულებს, მე მისი მაინც მესმის.

ჩანიოლმა ცეკვა დაიწყო. ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს გადაქანდებოდა ჩემთან ერთად. უფრო სწორად ის მაქნევდა აქეთ-იქით. მე კი მოძრაობის უნარიც კი დაკარგული მქონდა. ხელები დაბლა მქონდა ჩამოყრილი და წინ , უსასრულობაში ვიყურებოდი.

-რაო, გეგონა ვერ მივხვდებოდი?

-...

-რაო, გეგონა დაგივიწყე?

-...

-რაო, გეგონა ეს ნიღაბი ჩემსგან დაგიცავდა და ვერ გიცნობდი. რაო, შენ გეგონა, რომ მწვანე თვალებში და ხუჭუჭა თმებში ვერ მივხვდებოდი, ვინ იყავი სინამდვილეში. მაგრამ ერთ რამ დაგავიწყა, შენ კეიკო ხარ, ჩემი კეიკო, ჩემი პატარა, კიკინებიანი კეიკო. მე კი შენი ყურშა, ჩანიოლი. მე შენ ყველგან და მილიარდში გიცნობ.

-...

-მე დავბრუნდი კეიკო. დავბრუნდი! დაიმახსოვრე... ხომ იცი არააა, ეს რას ნიშნავს?

-....

-იმას, რომ ამ დღიდან, ამ მომენტიდან ყველაფერი შეიცვლება. შენც შეიცვლები და ყველაფერი შენს გარშემო. ახლა უკვე მე ვარ აქ ასე, რომ ფრთხილად იყავი. ხომ იცი არაა, როგორ მიყვარს შენთან თამაში.

-...

-მიყვარს, როცა ვერ მეწევი და მაინც მომზდევ. ცდილობ დამიჭირო, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ. ასე რომ, როგორც ადრე ამბობდნენ „ცეეხლი აინთო, თამაში დაიწყო"

2 წუთში სიცივე ვიგრძენი. სხეული, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მათბობდა, უკვე აღარაა ჩემს უკან. ნელა შევტრიალდი, მაგრამ ყურშა უკვე წასული დამხვდა. ფაქტიურად უცნობების გარშემო ვიყავი.

ბნელი გვირგვინი(დასრულებულია)Where stories live. Discover now