1...2...3...(8)

1.2K 108 60
                                    

იმედგაცრუება-აი რას ვგრძნობ ახლა. აი რა გრძნობა მავსებს და მთლიანად მთელ სხეულს ედება. მინდა გავიქცე.მინდა ვიტირო. მინდა დავუყვირო. მინდა „ჩავაქვესკნელო", მაგრამ არ შემიძლია.  ახლა ხომ ის უკვე  იაპონიის მეფეა. ახლა უკვე ის ხელშეუხებელია. ჰაჰ, როგორ ვენდე, მან კიდევ რა გააკეთა.

ცოტაც და დავვარდები. ასეც მოხდებოდა იუმის, რომ არ დავეჭირე.

-გაჩე.... არ წაიქცე...აქ არა, კეიკო... დამშვიდდი.. წამოდი..

და ოთახიდან გამოვყავარ. მამი და სეჰუნიც გამოგვყვნენ. პირდაპირ ჩემს ოთახში ავყავარ.

-იცოდი რამე ამ ყველაფრის შესახებ?- იუმი გაგიჟებული აქეთ-იქით დადიოდა და თან ამას მეკითხებოდა. მე თავი გავაქნიე, თან წინ უსასრულობაში ვიყურებოდი.

-კეიკო! გამოფხიზლდი! - სეჰუნმა ხელი ამიქნია

-რა??ააა??

-კეიკო! ნუ იცი ასე გამოშტერება, გთხოვ. ახლა კი მითხარი რა ჯანდაბა მოხდა იქ? შენ ისე თავდაჯერებულად და გრაციოზულად მიდიოდი ტახტისკენ, მაგრამ უცებ ჰოპ, და ჩანიოლი მეფეა! ასე, რომ ამიხსენი რა მოხდა.

-არ ვიცი, მამი. მართლა არ ვიცი. აზრზე არ ვარ. მამა სულ იმას მეუბნებოდა, რომ ტახტზე მე დავჯდებოდი. იმას, რომ მე ვიყავი შემდეგი მონარქი. ჩანიოლზე არასდროს არაფერს ამბობდა. არასდროს.... ის მას არ ენდობოდა. თავისი პირით მითხრა.

-უცნაურია... ანუ არაფერი იცი?

-არა...

-ჰმ.. ასეთ რამ პირველად ვნახე. არც არასდროს გამიგია. იაპონიის მეფე კორეის ტახტის მემკვიდრეა?! ეს რაღაც ახალია.. ახლა რა იქნება კეიკო? გეკითხები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე.

-არ ვიცი იუმი... მართლა, აზრზე არ ვარ.. არ ვიცი რა გიპასუხოო. მაგრამ ფაქტი ერთია, არაფერი კარგი...

-კარგი ჩვენ გავალთ. შენ ალბათ ახლა დასვენება გჭირდება...

-დასვენება? ბარგი უნდა ჩავალაგო.. აჰ...არსად არ მაქვს წასასვლელი..რა ვქნა?

ბნელი გვირგვინი(დასრულებულია)Where stories live. Discover now