-1-

291 47 13
                                    


          მოწკრიალებულ ცაზე მზე კაშკაშებს და უთვალავ კოცნას უგზავნის მცირე ზომის მწვანე მდელოს. შორიახლოს პატარა ტბა ლურჟად კამკამებს, მის ზემოდან კი დიდი და მრავალფერად მოელვარე ცისარტყელა მოჩანს. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს შემიძლია ხელით შევეხო მას და შალივით ტანზე შემოვიხვიო. გარშემო უზარმაზარი ჭრელი პეპლები დაფარფატებენ და რომელიმე მხარზე რომ დამაჯდეს, ალბათ წონასწორობის შენარჩუნება გამიჭირდება. სადღაც ზემოდან ჩუმი ხმით მუსიკა მოედინებოდა. დიახ, მოედინებოდა, უცნაურად მშვიდი დინებით და ჩემკენ მოემართებოდა.

          მე უზარმაზარ გვირილაზე ვიჯექი და ამ საოცრების ყურებით ვტკბებოდი, როდესაც უცერად ვიღაცამ უსინდისოდ.... გამაღვიძა. უკმაყოფილოდ ცალი თვალი გავახილე. გვერდით ვიღაც მაღალი ბორდოსფერთმიანი (ისეთი, როგორიც გადამწიფებული ვაშლია) ბიჭი მედგა და მსუბუქად ფეხს მირტყამდა ტერფზე.

- შენ რა, გძინავს? - მკითხა და ისე ფართოდ გაიღიმა, ოცდათორმეტივე კბილი გამოუჩნდა.

   მე ხმაამოუღებლად შევყურებდი ქვემოდან ზემოთ. აბა ეს რა შეკითხვაა? ვერ მხედავს, რომ მძინავს? ან რა აზრი აქვს კითხვის დასმას, როცა უკვე გამაღვიძა? რა უცნაური ტიპია...

   ბიჭი ისევ იღიმოდა და პასუხი რომ არ დავუბრუნე, საუბარი თავად გააგრძელა :

- აქეთ ჩემთვის ვსეირნობდი და უცებ დაგდებული ტელეფონი დავინახე, მერე შენც შეგამჩნიე და შენი ხომ არაა?

   მაშინვე ჯიბეები მოვისინჯე და მართლაც ვერსად ვიპოვე ტელეფონი. შემდეგ მომთხოვნი სახით გავხედე მას და ჩემი მზერის შინაარსს რომ მიხვდა, თეთრი სმარტფონი გამომიწოდა. გამოვართვი და იქვე დაგდებულ ჩანთაში ჩავდე. ჯიბეები, როგორც ჩანს, სანდო არაა.

- მადლობის გადახდას არ აპირებ? - მკითხა ბიჭმა და სასაცილოდ დაახამხამა თვალები. მე უბრალოდ თავი დავუქნიე, თვალები ისევ დავხუჭე და წიგნების თაროს მივეყუდე.

I, perhaps, will keep silence...Where stories live. Discover now