-2-

255 46 27
                                    


ოჰ, მზეო! რა ლამაზი ხარ!

მწვანე ბალახზე ვიდექი და ცაში ვიყურებოდი. მისი დანახვისთანავე სახეზე ბედნიერი ღიმილი გადამეშალა. ადგილზე მსუბუქად ვისკუპე და ცაში ავიჭერი. ხელებით გრილი ჰაერი გავაპე და საყვარელ მზესთან მივფრინდი იმისთვის, რომ მისგან ერთი სხივი მომეპარა. უბრალოდ, ის ისეთი ოქროსფერი და ლამაზი იყო, რომ თავი ვერ შევიკავე. სხივი მოვაწყვიტე და მაჯაზე დავიხვიე, ამის შედეგად კი საყვარელი და თბილი სამაჯური გამოვიდა. ის იყო ხელი უნდა წამევლო უფაფუკესი ღრუბლისთვის, როდესაც მოულოდნელად.... ვიღაცამ ყურზე მომქაჩა.

უკმაყოფილოდ ცალი თვალი გავახილე ისე, როგორც მჩვევია. ისევ ის. ისევ ყურებამდე გაკრეჭილი დგას და მიყურებს. ისევ...

- გამარჯობა! მიხარია კიდევ ერთხელ რომ შეგხვდი! - ხმამაღლა და აჟიტირებულმა გამომიცხადა. მის ხმაზე კინაღამ ყურები დამეხშო. - აქ რატომ ზიხარ და არა ბიბლიოთეკაში?

აი ახლა ეს რა კითხვაა?! ბიბლიოთეკის გარდა სხვაგან ვერ დავიძინებ თუ რა? აქაც მშვენივრად ვარ. ფანჯრის რაფაზე ვზივარ და ხელები მუხლებზე მაქვს შემოხვეული. კიდევ კარგი, ეს ფანჯარა მესამე სართულზეა და თანაც კორიდორის ბოლოს, სადაც ხალხი იშვიათად თუ გაივლის და ისინიც ყურადღებას არ მაქცევენ. მასწავლებლებსაც მოჰბეზრდათ ლექციების წაკითხვა იმაზე, რომ რაფაზე ჯდომა ცუდი საქციელია, ასე რომ არაფერი უშლის ხელს ჩემს ძილს.... ერთი ადამიანის გარდა.

- ეი! ვის ველაპარაკები?

აჰა.. გონებაში მეც იგივე კითხვა დამებადა.

- აბა გაიწიე! მეც აქ ჩამოვჯდები, შენთან ერთად! - ჩანიოლმა უსირცხვილოდ გასწია ჩემი ფეხები და ზუსტად ჩემ პირდაპირ დაჯდა. რანაირად მოახერხა ამ ორმეტრიანი ფეხების რაფაზე შეკეცვა, ჩემთვის ამოუხსნელია. ახლა ან ეს რაფა ჩატყდება, ან ფანჯრიდან გადავცვივდებით. რა ტკიპასავით ამეწება ეს ბიჭი?! უკმაყოფილების გამოსახატავად ხმამაღლა ამოვიოხრე.

I, perhaps, will keep silence...حيث تعيش القصص. اكتشف الآن