-3-

202 44 23
                                    


აისი. ცა ეს-ესაა ოდნავ განათდა და ზოგ ადგილას გავარდისფრდა კიდეც. გაიღვიძეს ტკბილ ხმებზე მოჭიკჭიკე ჩიტებმა და აი, ისინი უკვე ცაში აიჭრნენ, უსტვენენ ნაზ მელოდიებს და ერთმანეთს ეჯიბრებიან. გრილმა ცვარმა ყვავილებიც გამოაღვიძა და გარშემო საოცარი სურნელება დატრიალდა.

ახლო-მახლოს მსუბუქი, გრილი ნიავი ქროდა და ჩემს კანს ნაზად ეფერებოდა. ცისარტყელაზე ვიჯექი, ჩემ გარშემო მოცურავე ღრუბლებს ვიჭერდი და მათგან სხვადასხვა ფორმის ფიგურებს ვძერწავდი. აი შეხედეთ, როგორი ქათქათა გემი გამოვძერწე, ესეც საყვარელი პუტკუნა დათუნია, ეს კი ... უცნაურ-მტკივნეულად ნაცნობი პროფილია...

- ქაი! გაიღვიძე! შენ რა, სახლში წასვლას არ აპირებ?

თავი წამოვწიე და ცალი თვალი უკმაყოფილოდ გავახილე. ისევ ეს აყლაყუდა ჩანიოლი, ჩემს მერხთან დგას და თმაზე მექაჩება. როგორც ჩანს, ყველაზე კარგად ადამიანების გაღვიძება და შეწუხება გამოსდის. მის კითხვას ყურადღება არ მივაქციე და ისევ მერხზე მოკეცილ ხელებში ჩავრგე შუბლი.

- აუუუ ქაიიი... - განაწყენებული აწკმუტუნდა. - გაკვეთილები რამდენი ხანია დამთავრდა. გაიღვიძეეეე! მე უკვე რეპეტიციიდან მოვდივარ. იცი გიტარაზე რომ ვუკრავ? სასკოლო ღონისძიებაზე უნდა გამოვიდე. - ისე ამაყად თქვა, თითქოს ეს ქვეყნის გადარჩენას უდრიდეს. - ჩემ მოსასმენად მოხვალ?

უჰ, როგორ არა. მაგას ისევ ძილი მირჩევნია. არ მიყვარს საზოგადოების თავშეყრის ადგილები.

- არ მოხვალ? - მისი ნათელი ღიმილი მოულოდნელად გაქრა, თითქოს ჩემი ფიქრები ამოიკითხა. - შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ? შენც თუ არ მოხვალ, რა გამოვა?! თუ არ მოხვალ, დაკვრას ვერ შევძლებ...

რა საინტერესოა, ნეტა როდის და რანაირად გავხდი მისი მეგობარი? ან საერთოდ, მის დაკვრაზე მე რა გავლენა უნდა მოვახდინო?!

I, perhaps, will keep silence...Where stories live. Discover now