-5-

204 43 34
                                    

                                        მოუსმინეთ - Jaymes Young - I'll Be Good <3 

                                                               ---------------------------------

     მზე ნელ-ნელა ჩასვლას იწყებდა და ტბის ჰორიზონტი ფორთოხლისფერი გახდა. სადღაც მოშორებით დაიქუხა და ცოტა ხანში მსხვილი წვეთებიც დაეშვნენ ციდან. ყოვლისშემძლე ელვამ ცა ორ ნაწილდ გახლიჩა და ირგვლივ ყველაფერს ვერცხლისფერი დაედო. მე მშვიდად მივაბიჯებდი მოლივლივე წყლის ზედაპირზე, ისე, რომ არც კოკისპირული წვიმა მასველებდა და არც ტბაში ვიძირებოდი. ტერფებზე მსუბუქად მელამუნებოდა გრილი წყალი.

გავიღიმე და ქვემოთ, წყლის სიღრმეში ჩავიხედე, სადაც ოქროსფერი და ვერცხლისფერი თევზები დაცურავდნენ. ოდნავ დავიხარე, რომ ერთ-ერთი მათგანი დამეჭირა, მაგრამ უეცრად... ვიგრძენი, რომ ლოყაზე რაღაც თბილი შემეხო.

ცალი თვალი უკმაყოფილოდ გავახილე და უკვე წამოდგომას ვაპირებდი, მაგრამ დანახულისგან მიღებული შოკის გამო ადგილზე გავშეშდი. გაინტერესებთ რა მოხდა? რა და, გაურკვეველი მიზნით ჩემს ლოყაზე ჩანიოლის ტუჩები აღმოჩნდა. ვერ გავიგე, ამას მძინარე მზეთუნახავი ხო არ ვგონივარ???

ამასობაში, ჩანიოლმა უკან დაიხია და ისე გაიღიმა, თითქოს ამ წამს არაფერი მომხდარიყოს.

- გაიღვიძე? აქ ნუ ზიხარ, ადექი! ვერ ხედავ, რომ წვიმს? - ოდნავ გაოცებულმა მკითხა.

ახლა შევამჩნიე, რომ ცალ ხელში დიდი ღია მწვანე ქოლგა უჭირავს. ცისკენ ავიხედე, მართლა კოკისპირულად წვიმს, მე კი ვზივარ აქ, სკოლის ეზოში, ღობესთან, პირდაპირ ბალახზე და არაა გასაკვირი, რომ თავიდან ფეხებამდე სველი ვარ. აი მითხარით, როგორ შეიძლება ადამიანს წვიმაზე და სიცივეზე არ ეღვიძებოდეს, ხოლო კოცნაზე მაშინვე თვალებს აჭყეტდეს? არა, აშკარად ჭკუიდან გადავდივარ...

- წამოდი, სახლამდე გაგაცილებ! - მხირაულად შემომთავაზა დიდყურება ალუბლისფერთავამ და ოდნავ ჩაიცუცქა, ქოლგაში რომ შევეფარებინე. - შორს ცხოვრობ? - მკითხა და წუთით ჩაფიქრდა, შემდეგ გააგრძელა : - მოდი ჯერ ჩემთან შევიდეთ, აქვე ვცხოვრობ. მთლად სველი ხარ და შეიძლება ავად გახდე. ჩემთან გამოიცვლი და უკვე მშრალი ტანსაცმლით გაგაცილებ სახლამდე. - თავისი იდეით კმაყოფილმა ყურებამდე გაიღიმა და სახე გაუნათდა.

I, perhaps, will keep silence...Where stories live. Discover now