-4-

195 44 33
                                    


            დაბალი, მსუქანი და თითქმის მელოტი ისტორიის მასწავლებელი დაფის წინ მიდიმოდიოდა, ხელებს იქნევდა და ემოციური საუბრით ცდილობდა ჩვენთვის რაღაცის ახსნას.

- როგორ არ გესმით?! ისტორიული მოვლენების განხილვა უფრო ეფექტურია სინქრონულად, ვიდრე დიაქრონულად. ამ ხერხით უფრო მეტად ვუღრმავდებით წვრილმან დეტალებს, რის წყალობითაც, შემდგომში შეგვიძლია შევაფასოთ ამა თუ იმ მოვლენის გლობალურობა. დაიმახსოვრეთ, რომ ...

საუბარი საკლასო კარებზე გაბედულმა კაკუნმა შეაწყვეტინა.

- უკაცრავად, შეგიძლიათ ქაი დაითხოვოთ? - იკითხა კარში შემოყოფილმა ჩანიოლის თავმა. მაშინვე გამოცებული მზერა ვტყორცნე.

ჩემზე არანაკლებ გაოცებულმა მასწავლებელმა უბრალოდ თავი დაუქნია და მიუგო :

- კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ცოტახნით.

წამოვდექი და კარისკენ გავემართე. კლასელები ინტერესით მაკვირდებოდნენ.

ეს წითელთავა აყლაყუდა კლასიდან ოდნავ შორს დამიხვდა, ბედნიერად იღიმოდა და ხელებს ზურგს უკან მალავდა. ახლა რა ჩაიფიქრა?

- გამარჯობა! - წამოიწყო მან. - მოკლედ, ეს შენ! დაბადების დღეს გილოცავ! - სადღესასწაულოდ გამოაცხადა და წითელკოპლებიანი პატარა ყვითელი სასაჩუქრე პაკეტი გამომიწოდა.

თვალები კინაღამ შუბლზე ამივიდა, საიდან მოიტანა, რომ დღეს დაბადების დღე მაქვს?? კაი ხნის ჩავლილი ამბავია, ზამთარში მქონდა და ახლა უკვე მაისია.

სასაჩუქრე პაკეტზე თვალი გამიშტერდა, ვერ გადამეწყვიტა ამეღო თუ არა.

- რატომ არ მართმევ? - მოწყენილი სახით მკითხა. - იცი რამდენი ვიწვალე?! უბრალოდ, ვიფიქრე, რომ შენი დაბადების დღე ალბათ უკვე ჩავლილია და მე ამის შესახებ არ ვიცოდი, მაშინ ხომ ჯერ არც გიცნობდი და ცუდად გამოვიდა, რომ ვერ მოგილოცე.

I, perhaps, will keep silence...Where stories live. Discover now