-7- (End)

154 32 32
                                    


     ზღვა ნელი ტალღებით მეფერებოდა კანზე და ბნელი სიღრმეებისკენ მიტყუებდა. ისე, თითქოს ფსკერზე საგანძური ჰქონოდა დამალული. გარშემო პატარა თევზები დაცურავდნენ და თან მე მიყურებდნენ, თითქოს მეკითხებოდნენ - შენ აქ რას აკეთებო. გადავწყვიტე მათთვის ყურადღება არ მიმექცია და ცურვა გავაგრძელე იმ სიღრმისკენ, რომელიც თავისკენ მიხმობდა. ვერცხლისფერი უმშვენიერესი ფარფლებიანი კუდი მქონდა და სასაული სისწრაფით მივცურავდი, იქამდე... სანამ ვიღაც გარეწარმა ფეხი არ დამაბიჟა. ამის დედაც! ქალთევზად ყოფნაც არ დამაცადეს!

უკმაყოფილოდ გავახილე ცალი თვალი. აჰა, ყველაფერი გასაგებია...

- მაპატიე, რომ გაგაღვიძე. - დამნაშავის გამომეტყველებით დაიწყო ჩანიოლმა.

რაო? მან ბოდიშების მოხდა დაიწყო? ალბათ, სანამ მეძინა მსოფლიოში რაღაც განსაკუთრებულად საზარელი სტიქიური მოვლენა მოხდა.

- დღეს რაღაც ჩახუთულობაა. ალბათ ისევ კოკისპირულად იწვიმებს. - ჩაფიქრებით თქვა მან და ცას ახედა, შემდეგ ისევ მე შემომხედა და წყლის ბოთლი გამომიწოდა. - აიღე! ალბათ მოწყურებული იქნები, მართალი ვარ?

თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ბოთლი გამოვართვი და მოვიყუდე.

- ქაი! - ისე ხმამაღლა დაიძახა ჩემი სახელი, კინაღამ წყალი გადამცდა. უკმაყოფილოდ შევკარი წარბები და ბოთლი უკან გავუწოდე. გამომართვა და ჩანთაში ჩააგდო.

- ქაი, მიდი რა, რამე მითხარი. ჰა? გთხოოოოვ. - დაიწყო წკმუტუნი ჩანიოლმა და თავისი დიდი მუქი მავედრებელი თვალებით მომაშტერდა. - თქვი "ჩანი კარგი ბიჭია!".

ფჰჰ.. მე მისი თუთიყუში ვარ თუ რა ხდება? საერთოდ რატომ ამოვიღე ხმა მაშინ? ვინ მექაჩებოდა ენაზე? არ შემეძლო გავჩუმებულიყავი ისე, როგორც ყოველთვის? იმ დღის მერე შემაწუხა თავისი "აბა ეს თქვი", "აბა ის თქვი". თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მისი შინაური ცხოველი ვიყო, რომელსაც ლაპარაკს ასწავლის. ნერვები მეშლება.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 18, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

I, perhaps, will keep silence...Where stories live. Discover now