I თავი

542 8 0
                                    

      ყველა ადამიანი ცხოვრობს ისე როგორც ეცხოვრება, მიუხედავად მათი სურვილებისა, პრინციპებისა და შეხედულებებისა.
      ეს ამბავიც ერთი პატარა ნაწილია იმ დიდი საზოგადოების, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. არ ვიცი რას უნდა მივაწეროთ, მაგრამ ვთვლი რომ ადამიანი გარკვეულწილად თავის მომავალს თვითონ ქმნის, რაშიც ღმერთისგან ბოძებული იღბალიც ეხმარება.
        ხშირად გვსმენია, ბავშვი როცა იბადება მას ბედისწერით სტატუსი უკვე მინიჭებული აქვსო. ისე კი ცოტა, თუნდაც ერთი წუთითაც ადრე რომ გაგვაჭყიტა ხომ ბევრად სწორად ვიცხოვრებდით. მაგრამ ცხოვრება არავის ინდობს, თუმცა დაშვებული შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია, ცხოვრებას არ აქვს გენერალური რეპეტიცია.
ჩვენი, ადამიანების წარმატება და იღბალი მდგომარეობს იმაში, რომ აზროვნება და მომხდარის გაანალიზება შეგვიძლია. უკვე ღირსებაა, როცა ადამიანი ხარ და არა ცხოველი, ამ მდგომარეობის სათანადოთ, ჩვენდა სასიკეთოდ, გამოყნება უნდა შევძლოთ, ამას კი ნიჭი და უნარი სჭირდება, რაც ბევრს არ გააჩნია, ან არ ძალუძთ.
ჩვენი ცხოვრება მათემათიკურ გამოთვლებს ჰგავს. თითქმის ყველა დაშვბულ შეცდომას ერთი და იგივე შედეგი მოაქვს.
      ბევრი აზრი მერევა თავში, მინდა ცხოვრების ჩემეული აზრი გადმოგცეთ, მინდა ყველაფერი ერთბაშად დავწერო, მეშინია რამე მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს და მერე მეც არ გამკიცხოთ. მეც კი, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს მისაყვედურია ახლობლებისთვის „ეს რატომ არ მასწავლეთ ან რატომ არ შემაჩერეთ?!" , მაგრამ სხვა შენს მაგიერ ვერ იცხოვრებს, გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, იმ სხვასაც ხომ თავისი ცხოვრება აქვს. მინდა ვიმედოვნო, რომ ჩემი პატარა და მტკივნეული აღსარება ჩაგაფიქრებთ მანამ სანამ სხვის და შემდეგ სულ ცოტა მოგვიანებით საკუთარი თავის დადანაშაულებას დაიწყებთ. ზოგჯერ სინანული სიკვდილზე უარესია...
ბევრჯერ დავიწყე და აი აღარ დავაყოვნებ, ასე დაიწყო ყველაფერი............
ყველა ადამიანს დაბადებიდანვე თავისი მისია აკისრია. თუნდაც რომ იბადები შენს მისიაში შედის იმ წყვილის გაბედნიერება ვის შვილადაც გერგო მოვლინება ამ ცოდვილ დედამიწაზე.
      გოგონა, რომელიც დაიბადა ოჯახში, სადაც ერთი ვაჟი და ერთი უმცროსი და ცხოვრობდა. გოგონა შუათანა იყო, მას ნინა ერქვა. მამას სიგიჟემდე უყვარდა გოგონა, დედას კი ორივე შვილზე ნაკლებად.
     ნინა იზრდებოდა და სკოლაშიც არაჩვეულებრივად სწავლობდა. მამა მწყემსი იყო და შვილებისთვის არ ეცალა. მას ოჯახის რჩენა ევალებოდა. შვილებს კი დედა უვლიდა. იგი ნინას ბავშვობიდანვე ჩაგრავდა, ხშირად მძიმე საქმესაც აკეთებინებდა და მის განათლებას ყურადღებას არ აქცეევდა. მიუხედავად მისი მძიმე ცხოვრებისა ნინა მხნეობას არ კარგავდა. საუკეთესო კლასიკოსების ნაწარმოებებს ბავშვობიდანვე კითხულობდა, როგორც კი დრო შემორჩებოდა. ასე და ამგვარად გოგონა გაიზარდა, დახვეწილი მანერებით და განათლებული.
     სკოლაში ნინას და გიორგის ერთმანეთი შეუყვარდათ, ისინი თანაკლასელები იყვნენ.
მაგრამ როგორც ჩვენს სამყაროში ხდება, ნინას თავისი კლასელი გიორგი, სრულიად განსხვავებული, საპირისპირო ხასიათის და განსაკუთრებული შეხედულებების ადამიანი შეუყვარდა. იგი ძალიან ცელქი, გაუნათლებელი, ონავარი მოსწავლე იყო.
ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა, თავის რიტმში, ისე როგორც შეყვარებულ წყვილს შეეფერებოდა. ემალებოდნენ ნაცნობებს და ერთმანეთის ალერსით ტკბებოდნენ.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now