II თავი

152 3 0
                                    

გიორგიმ ოთახის კარი შეაღო თუ არა ბატონ ნუგზარს სახეზე ღიმილმა გადაურბინა, როდესაც გიორგის დამფრთხალი თვალები დაინახა.

- ნუ გეშინია გიორგი, ჩამოჯექი, მე შენთვის კარგი ამბავი მაქვს, კარგი შემოთავაზება, იმედი მაქვს უარს არ იტყვი. მოსკოვიდან დავალება მივიღეთ, რამოდენიმე კარგი ახალგაზრდა აგვერჩია და ქალაქ გორკში (ნიჟნი ნოვგოროდი), პოლიციის აკადემიაში ოთხი წლით სასწავლებლად გაგვეშვა. სწავლის კურსი ოთხ წლიანია, აკადემიის დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებულს გზა ხსნილი ექნება ნებისმიერი მაღალი თანამდებობის დასაკავებლად. სიმართლე გითხრა ბევრი ვიფიქრეთ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ის იღბლიანები. არჩევანი შენზეც შეჩერდა, ვფიქრობ შანს გაძლევთ და უნდა გამოიყენო. ადამიანს ერთხელ ეძლევა ცხოვრებაში შანსი, იღბლიანებს კი ორჯერ... მაგრამ ჯერ არ იცი იღბლიანი ხარ თუ არა... თუმცაღა ვეჭვობ რომ ხარ- ბატონმა ნუგზარმა შეუმჩნევლად გაიღიმა და მზერა გიორგის მიაპყრო პასუხის მოლოდინში.

გიორგი შოკში იყო მოსმენილისგან, ვერ იჯერებდა ეს ყველაფერი თუ მის თავს ხდებოდა. რა თქმა უნდა დათანხმდა შემოთავაზებას და გახარებული სწრაფად გაეშურა სახლისაკენ.

-ნინა, ჩემო ცხოვრებავ, გაემზადე, მალე ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ.- გიორგიმ მეუღლე აიტაცა და რამოდენიმეჯერ დაატრიალა ჰაერში. ნინას ეს ყველაფერი ქმრის მორიგი ოხუნჯობა ეგონა, რადგან გიორგი სიურპრიზებით აღსავსე ადამიანი იყო, რაც ხშირად ეხმარებოდა ცოლ-ქმარს გაჭირვების და დაბრკოლების გადატანაში.

გიორგი ბატონი ნუგზარის მითითებებს ითვალისწინებდა და საჭიროებისამებრ იქცეოდა. გამოცდების ჩასაბარებლად ივლისში წავიდნენ და აგვისტოში ჩამოვიდნენ. სექტემბრისთვის კი სწავლა და ცოლ-ქმრისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა.

აკადემიიდან გამოცდის პასუხებიც მალე ჩამოვიდა, საქართველოდან სამმა ახალგაზრდამ ჩააბარა აკადემიაში, ერთ-ერთი გიორგი ბარათელი იყო. იგი, ოცდასამი წლის ასაკში გახდა ქ.გორკი-ის პოლიციის აკადემიის, იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტი. ეს უკვე მიღწევა იყო, რადგან იშვიათი ახალგაზრდა თუ ახერხებდა რუსეთში წამყვანი უნივერსიტტების ან აკადემიების დამთავრებას.

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now