XLIII თავი

34 2 0
                                    


    ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო...

    სოსო, მარის მამამთილი სახლში ნასვამი მოვიდა და ლანას რაღაცას სევდიანი ხმით ეუბნებოდა.

     გოგონა საუბრიდან გამომდინარე მიხვდა, რომ მეზობელთან იქეიფა, რადგან სოსო მის შვილიშვილებს ახსენებდა... კარი ღია იყო და სოსოს სიტყვები გარკვევით ესმოდა. მან სიმთვრალისაგან ტირილი დაიწყო და ასეთი რამ თქვა, რამაც მარის გული აუფორიაქა:

- ნეტავ როდის მოვესწრები, ჩემს სახლშიც ბავშვის ტირილის ხმა ისმოდეს?!...

     მარის ესიამოვნა მისი სიტყვები, დააფიქრა მისმა ნათქვამმა. მას შვილი არც კი ახსოვდა, რადგან სწავლაზე იყო ორიენტირებული. მიხვდა, თურმე შვილი უნდა გაეჩინა, რადგან მისი შვილი ოჯახში უნდოდათ. სანდროზე კი გული სწყდებოდა, არც ერთხელ არ გასჩენია სურვილი შვილის ყოლის, არასოდეს უსაუბრია ცოლთან ამის შესახებ.

     იმ ღამეს მარიმ სიზმარი ნახა...

     სიბნელეში მიდის... გზა კი არ მთავრდება... უცებ აღმოჩნდა დიდ თეთრ სივრცეში, სადაც არც კედლები იყო და არც გასასვლელი. მიდის და ეშინია ისეთი სითეთრეა ირგვლივ. მოშორებით ხალხი დაინახა, თითქოს წრე გაეკეთებინათ და რაღაცას უყურებდნენ. მარი ახლოს მივიდა, ხედავს რომ ადამიანები ნელ-ნელა მიდიან და ტოვებენ იმ ადგილს. უნდოდა ვინმე გაეჩერებინა და ეკითხა თუ რა ხდებოდა, მაგრამ არავინ ელაპარაკებოდა და ზურგს აქცევდა. მან გზა განაგრძო, მიდიოდა და თითქოს თეთრ ღრუბლებზე დადიოდა, დაბლა დაიხედა და ღრუბელი მისი ფეხიდან გაცლას ცდილობდა, თითქოს რაღაც უნდოდა ეჩვენებინა მისთვის. მან თვალი გააყოლა გაფანტული ღრუბელის ნაკვალევს და ორი პატარა ბავშვი დაინახა, დედიშობილა, ძალიან ლამაზები იყვნენ, ორივე ბიჭი, ორივეს დიდი ცისფერი ბრდღვიალა თვალებით. ერთი უკვე სიარულს ცდილობდა, მეორე კი იჯდა და უყურებდა თუ რას აკეთებდა უფროსი ძმა. ცდილობდა მასავით ფეხზე დამდგარიყო, მაგრამ თავს ვერ იმაგრებდა და ეცემოდა. პატარებმა მარი შეამჩნიეს თუ არა ღიმილით მისკენ დაიწყეს მოძრაობა. მარიმ მათი მოფერება და ახლოს მისვლა სცადა, უეცრად უფროსმა ბავშვმა დაუძახა:

- დ ე დ ა...

      მარის კივილით  გაეღვიძა, ტირილი დაიწყო და სანდროს გაღვიძებას შეეცადა, სიზმარი რომ მოეყოლა, მაგრამ სანდრომ გვერდი იცვალა და არც კი მოუსმინა.

     სიზმარმა ძალიან იმოქმედა და მარიმ დაიფიცა: „თუ ღმერთი, შვილს კიდევ მაჩუქებს, გავაჩენ და ნებისმიერ ფასად გავზრდი, ის ჩემი, ღმერთის საჩუქარი იქნება, ჩემი არდაბადებული შვილებით გამოწვეული სინანული კი არასოდეს გამინელდება".

     გულით ნანატრი ყოველი ფიქრი თუ ოცნება სრულდება...

     ასრულდა მარის ნატვრაც...

     სულ რაღაც სამმა კვირამ გაიარა და მარიმ გაიგო, რომ ორსულად იყო. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ მისი ვედრება შეისმინა...

    გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ მარი კვლავ ორსულად იყო...

    სანდრომ ამ ამბის გამგონემ ძალიან გაიხარა, მხოლოდ გაიხარა...მეგობრებთან წავიდა და სასმელით აღნიშნა...მაგრამ სახლში მშობლებს ეს ამბავი დაუმალა...

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now