LXX

21 2 0
                                    


     იმ ღამით, როდესაც ნიკა ევროპაში მიფრინავდა, მარი ისევ სამსახურში იყო. შუადღეს მან გაუფრთხილებლად სამსახურში შეუარა, მაგრად ჩაიხუტა და უსიტყვოდ მალევე გავიდა.

    ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, გოგონამ ნიკას დაურეკა:

- რას შვები, ალბათ უკვე გზაში ხარ, ხომ?-მოწყენილი ხმა ჰქონდა მარის.

- კი უკვე მანქანაში ვარ და აეროპორტის გზას ვადგავართ მე და ჩემი ახლობლები. გთხოვ, ნუ გაქვს ასეთი მოწყენილი ხმა, დამიჯერე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.-აღტაცებული ხმით ელაპარაკებოდა ნიკა.

- კი ვიცი, ვიცი ყველაფერი კარგად გექნება.

- აბა რას მისურვებ წასვლის წინ?!

- თავს გაუფრთხილდი და ბედნიერი მყავდი.-ტირილს ძლივს იკავებდა მარი.

- აუცილებლად, მადლობა. და მეტი არაფერი?

- კი, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მიყვარხარ!-როგორც იქნა მარიმ ამოღერღა.

- მართლაა?! აუ რა მაგარიაა!-ნიკა ხმამაღლა იცინოდა.

- რატომ იცინი?!-მარის ცოტა არ იყო და ეწყინა.

- არა ისე, უბრალოდ ძალიან გამიხარდა!-ნიკამ თავი იმართლა.

- კარგი აღარ შეგაყოვნენ, კარგად მყავდი! გაკოცე ბევრი, ბევრი.- მარი დაემშვიდობა თუ არა, ყურმილი მაშინვე დაუკიდა, მას აღარც დალოდებია, რადგან მარის არ უნდოდა, რომ ნიკას მისი ტირილის სლუკუნი გაეგონა, ცრემლები მდინარესავით სდიოდა თვალებიდან.

     მარი მთელი ღამე ტიროდა... ყველაფერზე იფიქრა. მიხვდა, რომ მისი დავიწყების დრო იყო მოსული... ის მისი არასოდეს იქნებოდა...

    ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა. ნიკას ზარს კი ქვეცნობიერად მაინც ყოველ დღე ელოდა, ყოველ თვე, მაგრამ მას მისთვის აღარ დაურეკავს...

    ბარბარეს სწავლაში, მარი და ნატას მუშაობაში თითქმის ერთი წელი გავიდა. შვილი დედასთან სოფელში გააგზავნა, ბავშვმა უკვე პირველი კლასი დაამთავრა და არდადეგები დაეწყო. სანდრო ბარბარეს სანახავად დრო და დრო ჩნდებოდა, ცდილობდა მარითან შერიგებას, მაგრამ იგი კატეგორიულ უარზე იყო. რადგან იცოდა რომ ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ საჭიროებისამებრ, დროებით სასურველ როლს თამაშობენ.  

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now