v თავი

79 2 0
                                    

     კახეთში ცხოვრება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდით. სულ სხვა კატეგორიის ხალხი ცხოვრობდა, განსაკუთრების ცხოვრების წესი ჰქონდათ უცნაური. მამაკაცს, რომელიც დაქორწინებულია აუცილებლად უნდა ჰყავდეს სავარელი ქალი, რაც მისმა ცოლმაც იცის და შეიძლება ხმის ამოღებისთვის ძალიან დაისაჯოს კიდეც. ქალზე ყვირილი, ძალადობა, შვილების აბუჩად აგდება, მშობლების უპატივცემულობა ჩვეული ამბავი იყო. მარი ამ ყველაფერს შეჩვეული არ იყო, არც ნინა იყო შტერი და მუცელა ქალი, რომ გიორგისგან ეს ყველაფერი აეტანა. მარის კახეთში მთელი ბავშვობა ჯოჯოხეთად ექცა. გიორგი დიდხანს ცდილობდა ის წესები დაემკვიდრებინა ოჯახში, რასაც სხვაგან ხედავდა. ყოველი საღამო, ნასვამი სახლში მოსვლა, წლების მანძილზე სკანდალებით იწყებოდა და მთავრდებოდა. შედეგს ვერ მიაღწია, რადგან ნინა სხვა ქალებს არ ჰგავდა.

      ღმერთო, მარის ხომ ასე კარგად ახსოვდა მოსიყვარულე მამა და დედისათვის არაჩვეულებრივი ქმარი, სად გაქრა?! სად?! გარემომ გააფუჩა, გარემომ! იმ გარემომ, სადაც გიორგის ყოველდღიური შეხება ჰქონდა.

     დღეები... წლები გავიდა... მარი სკოლაში საკმაოდ წარჩინებული მოსწავლე იყო. ბევრი მეგობარი და თაყვანისმცემელი გაიჩინა. ძალიან თბილი და დაუზარელი იყო, დახმარების ხელს უწვდიდა ყველას, ვისაც სჭირდებოდა მისი გვერდით დგომა. ყველაფრისდა მიუხედავად ძალიან ხალისიანი და ენერგიული ბავშვი იყო.

      ნინა და გიორგი მატერიალურად ყველაზე კარგად ცხოვრობდნენ. სამსახურიდან კარ შემოსავალს იღებდა, ამიტომ წყვილმა მესამე შვილის ყოლა გადაწყვიტა.

      ნინა იმ პერიოდისთვის უკვე სამშობიაროში მუშაობდა. ორი გოგონას შემდეგ ბიჭი უნდოდა ქმრისთვის ეჩუქებინა, ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ძალიან უყვარდა. იმ პრიოდში ეხო ნაყოფის მხოლოდ დიდ პერიოდზე უჩვენებდა ბავშვის სქესს. ნინა უკვე მეოთხე თვეში იყო. გადაწყვიტა წასულიყო და ეხოზე სქესი გაეგო. ეხომ გოგონა უჩვენა...

         სახლში მოსულს გიორგისთვის არაფერიუთქვამს, ეგონა რომ ეწყინებოდა       გოგონას ამბავი. მეორე დღეს გადაწყვიტა ნინამ წასულიყოდა აბორტი გაეკეთებინა...    

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now