[18] ტანჯვას სიკვდილი მირჩევნია.

299 62 0
                                    

ნამჯუნი ჰიონს ისე ხშირად ნახულობს, როგორც შეუძლია. ჯგუფის გრაფიკის და კონცერტების გამო, ისევე როგორც ინტერვიუების, ფოტოშუთინგების გამო ძალიან გადაღლილია. ნამჯუნმა და მინმა მოილაპარაკეს, თუ როგორ უპასუხა კიმს ინტერვიუებზე, თუ იუნგიზე ჰკითხავდნენ.
-ჩვენ გვსურდა სულ ერთად ვყოფილიყავით, თუმცა ყოველმა წევრმა იცოდა, რომ ეს სამუდამო ვერ იქნება. ჩვენი გზები აღარასოდეს შეერთდება. - ამბობს ნამჯუნი კორესპონდენტის წინაშე. ის ხედავს თუ როგორ ხრის თავს თეჰიონი, როგორ ანაცვლებს ჯიმინის ღიმილს საშინელი სახე და როგორ იწვალებს თითებს ჯონგუკი. - ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს, ერთმანეთს ვწერთ და ვესაუბრებით, იმისდა მიუხედავად რომ ეს უფრი ძნელი გახდა.
მას უწევს გაღიმება. ძალით ღიმილი. ის ყოველდღე ხედავს ასს და ათასს თვითს მის ჰიონზე. მსოფლიოს ყველა ენაზე, როგორც მას ჰგონია. მან იცის, რომ იუნგი არ ხარჯავს თავის დროს სოციალურ ქსელებზე. როგორ უნდა დაწეროს რამე იუნგის სახელით თვითერში... დაწეროს, რომ კარგადაა და სთხოვოს ფანებს არ ინერვიულონ მასზე და მის ჯამრთელობაზე. თუმცა... ეს ერთადერთია რაც არის სანერვიულო..
ლიდერს კი აინტერესებს.. ზედმეტად აინტერესებს.. 'ვის გამო' აქვს იუნგის ჰანაჰაკი.. 'ვის გამო' მხოლოდ ეს კითხვა უტრიალებს თავში. რადგან ეს სწორი კითხვაა. ვის გამო მინ იუნგი აპირებს სიკვდილს..?
იუნგი ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო ემსგავსება გვამს, მოსიარულე მიცვალებულს. ჯუნს ეშინია. ეშინია მისი უთეთრესი კანის, გამხდარი ტანის და ცარიელი თვალების. უემოციო, ცარიელი თვალების.
-და მე არ გავიკეთებ ოპერაციას, ჯუნ, - თქვა მინმა. - მას თუ გავიკეთებ, გრძნობებს დავკარგავ. ყველანაირს. თქვენს მიმართ, მუსიკის მიმართ, ფანების მიმართ. მე გავხდები ცოცხალი გვამი, და ცხოვრების ბოლომდე პრეპარატებზე ვიჯდები.
- ეს უკეთესია ვიდრე უბრალოდ სიკვდილი..
- ტანჯვას მივეჩვიე ამ წლების განმავლობაში. სიკვდილის შემდეგ კი, აღარაფერი დამაინტერესებს. რადგან... იქ ხომ არაფერი იქნება, არა?
- ვწუხვარ, რომ ვერაფერში გეხმარები..
- ყველას ვერ დაეხმარები, ჯუნ, - თბილად უღიმის, - შენ იმდენს დაეხმარე. ესეც გეყოფა.
ნამჯუნს კი ეს არ ესმის. ისევე, ვერ შეეგუება თავის უვარგისობას. ყოველჯერზე, როდესაც ბრუნდება იუნგისგან, მას უწევს უყუროს თვალებში ჰიონებს და დონსენებს. უყუროს თვალებში და არ იყვიროს, არ იტიროს და არაფერი მოუყვეს. ის ნანობს, რომ იუნგის დააძალა მოეყოლა. შემდეგ კი ნანობს იმაზე რომ ეს ინანა. რადგან ამის ცოდნის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა.
ჰოსოკი აგრძელებს იუნგის კარებთან ჯდომას და თხოვნას, რომ შეუშვას. ის ჯერ კიდეც ვერ ხვდება, რატომ დატოვა ჰიონმა ჯგუფი. მიაგდო წევრები იმის მერე რაც კონტრაქტი გაახანგძლივეს. მას ეს არ ესმის, ლოგიკად ვერსად ხედავს.
ჰოსოკი ვერ წარმოიდგენს კონცერტებს იუნგის გარეშე. ვერ წარმოიდგენს ტურნეებს ჰიონის გარეშე, იუნგის გარეშე ყოფნას ვერ წარმოიდგენს. ის მიეჩვია, რომ იუნგი სულ მზადაა ჩაეხუტოს და მოუსმინოს. მას ზედმეტად უყვარს ჰიონი, რომ ასე უბრალოდ გაუშვას.
იუნგის კი, ზედმეტად უყვარს ყველა მემბერი, რომ აქ დარჩეს.

ჰანაჰაკი. [დასრულებული]Where stories live. Discover now