[32] სადაა მალული კამერები?

225 53 10
                                    

საავადმყოფოს შესასვლელთან, მათ ხალათიანი მაღალი კაცი ელოდა. ნამჯუნმა სთხოვა დალოდებოდა. ის ხვდება ბიჭებს და შეჰყავს საავადმყოფოში. შეჰყავს იმ კორიდორებში სადაც ალბათ არავინ არასოდეს შესულა. არავინ არ იცის რა ხდება. შეჰყავს ერთ კორიდორში, სადაც სკამზე მოკუზული და ხელებ აფარებული ლიდერი ზის, რომელიც ტირის.
- ჰიონ? - ეძახის მას ჯონგუკი, - კარგად ხარ? ჯიმინშიმ სცადა რაღაცის თქმა, მაგრამ არ..
სიტყვას აწყვეტინებენ. ლიდერი ადგილიდან დგება და ძლიერად ეხუტება მაკნეს, თავს კისერში ურგავს, ჩნდება გრძნობა რომ ცრემლებში დაიხრჩობა.
- ნამჯუნ ,რა მოხდა?! - პასუხს ითხოვს ჯინი.
- უბრალოდ გვითხარი, ის რაც არის! - ცოტაც და იყვირის ჯეი ჰოუპი.
- იუნგი.. დღეს დამირეკეს და მითხრეს.. - ისე ლაპარაკობს, რომ მისი გაგება უჭირთ. - არ მეგონა, მართლა არ მეგონა ეს ყველაფერი ასე მალე თუ მოხდებოდა.
ჯონგუკის ქურთუკი მთლიანად სველია.
- რა მოხდებოდა? - საუბარს იწყებს თეჰიონი, რომელიც მანამდე დუმდა.
- მოკვდა.. - ისმის მხრიდან. ჯიმინი თავს ხრის და ტირის. ხმას აღარ იღებს, უფრო ძლიერად სჭიდებს მეგობრის ხელს. - ნამჯუნ ჰიონმა, მითხრა, როცა დავურეკე.. რომ.. რომ.. იუნგი.. - ფეხებზე ვერ დგას მუხლებზე ეცემა და ტირილს იწყებს. ძირს თეჰიონი ვარდება, რომელსაც ჯიმინის ხელი უჭირავს, და რომელიც ვერ ხვდება რა მოხდა და რა მოისმინა ახლა.
- ჩიმ, სასაცილო საერთოდ არ არის! - ჰოსოკს შუბლზე ოფლი ეტყობა.
- სამწუხაროდ, ეს ასეა. - დანარჩენი მემბერები ჯერ ძლიერად არიან და ტრიალდებიან, უკვე ნაცნობი ექიმის ხმაზე. ის კაცი თეთრ ხალათში. სახეზე ნერვიულობა და თანაგრძნობა ეტყობა. - მე მკურნალი ექიმი ვიყავი თქვენი მეგობრის. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.
თავს ხრის პატივისცემის ნიშნად.
- შანსი არაა! თქვენ ხომ ხუმრობთ, არა?! სადაა მალული კამერები?! იუნგი სად ხარ? - ყვირის ჰოსოკი.
- არ ხუმრობს.. - გონს მოდის ლიდერი. - მაპატიეთ, რომ ასე იგებთ ყველაფერს..
- ნუ ამბობ უაზრობებს! იუნგი ჰიონი ასე უბრალოდ ვერ.. ვერ..
- სერიოზული დაავადება ჰქონდა. - იძახის თეთრხალათიანი კაცი. - წამომყევით ჩემს კაბინეტში და ყველაფერს დეტალურად აგიხსნით.
მაგრამ მანამდე ექთამს ეძახის რომ ჯიმინს დაეხმაროს, რომელიც ყველაზე ცუდადაა.

(4 საათია დაწერილი მაქვს და მეგონა დავდე🤦‍♂️)

ჰანაჰაკი. [დასრულებული]Where stories live. Discover now