[25] ცუდად, ძალიან ცუდად.

233 52 2
                                    

- ჩემს დამარხვაზე ბევრი იტირეთ, გასაგებია? და კიდე, არ დავინახო არანაირი სმოკინგი. და ნამჯუნ, სათვალის გარეშე მოხვალ და გავცოცხლდები და.. -სიცილი. ნამჯუნი - ადამიანი, რომელიც სულ იღიმის და ბოლო დრო სულ ჩრდილივით ბნელია, პირველად იღიმის. კიმმა სთხოვა მინისთვის თბილი საბანი და რბილი ბალიშები მოეტანათ, რადგან იუნგის კარგად ეგრძნო თავი.
-ჯუნ, საუკეთესო ხარ, გითხარი?
იუნგი უფრო ძლიერ გამაყუჩებლებზე გადაიყვანეს ჯუნის თხოვნით. წამლების გამო ზედმეტად სენტიმენტალური გახდა. ბავშვსაც დაემსგავსა.
- ცუდია, რომ სხვები ვერ მოდიან.
- შეგვიძლია დავუძახოთ და არ ვუთხრათ ნამდვილი მიზეზი რატომ იმყოფები აქ.
- არა. არ მინდა მათ თვალებში ვუყურო, - იმ საყვარელ თვალებში ვერ უყურებს. სევდას და ბრაზს ვერ აიტანს. - მირჩევნია იფიქრონ რომ კარგად ვარ. - მას არ უნდა ადამიანმა, რომელიც იუნგის უყვარს გაიგოს, რომ სიკვდილის მიზეზი ის არის. არ უნდა თავი დამნაშავედ იგრძნოს.
- ბიჭები უფრო და უფრო მეტ კითხვას სვავენ, - ნამჯუნი კი პასუხს ვერ სცემს და პასუხისგან გარბის. და ყველაზე მეტად იმის გამო აწუხებთ კითხვები, რომ ლიდერი სულ იუნგისთანაა. სულ ტოვებს ვარჯიშებს და პრაქტიკებს და მირბის იუნგისთან. მენეჯერი არ ეჩხუბება. ზოგჯერ, როცა მარტო რჩებიან ეკითხება იუნგის მდგომარეობაზე.
ნამჯუნი კი პასუხობს: "ცუდად, ძალიან ცუდად."

ჰანაჰაკი. [დასრულებული]Where stories live. Discover now