[44] წერილი: თეჰიონი.

235 50 17
                                    

"იცი? სიმღერა მოგიძღვენი.
ანუ, მხოლოდ შენ არა. შენ, ჰოსოკსა და ნამჯუნს. შენს კონვერტში ფლეშკაა. თუ რამე არ მოგეწონებათ ნამჯუნი ჩაასწორებს. შენ ოცნებობდი საიფერში ლაინებისთვის. შემოთავაზება მაქვს, ჩემი წასვლის მერე, ანუ ახლა, ჩემი ყველა რეპ ლაინი შენ გარეპე. მხოლოდ შენ განდობ ამას. დარწმუნებული ვარ, რომ შენი ხმა იდეალურად ჩაჯდება ყველა სიმღერაში)
ხშირად, არავის ესაუბრები იმაზე რაც გაწუხებს. ეს ცუდია, თეჰიონ. ერთხელ ამაზე გავისაუბრეთ, გახსოვს? თუ რამე გაწუხებს - გაგვიზიარე. შეიძლება ყველას არა, მაგრამ ვინმეს უნდა გაუზიარო. ნუ ინახავ ამ ნეგატივს, ამის და სტრესის ფონზე წონას კარგავ, ეს კი შენს ჯამრთელობას აზიანებს. არ მინდა ასე მოხდეს. მინდა ბოდიში მოგიხადო, იმისთვის რომ შენთან ნაკლებად ვკონტაქტობდი. მაგრამ იცი რამდენი მოგონება მაქვს შენთან?
ძალიან მენატრება შენი ჩახუტება. შენი ლამაზი თვალები. იცი ისიც მომენატრა ჯიმინი და შენ თითების სიგრძეზე რომ ჩხუბობდით. სულელი დონსენები ხართ. ასევე არ მინდა რამეზე ვალდებულება აიღო. ვიცი, როგორც ნერვიულობ სისულელეებზე. იმისდა მიუხედავად რომ ახლოს არ ვარ, უზომოდ გაფასებთ ყველას, შენი თავადობით. ასევე უზომოდ მიყვარხართ. მადლობა იმისთვის, რომ უფრო გახსნილი გავხდი და უფრო შემიყვარდა ცხოვრება და ეს ყველაფერი შენს გამო. ბევრი ვისწავლე შენგან, და ყველაფერი კარგია. შენი გაცნობა - ყველაზე თბილ მოგონებად დარჩება. ვერ წარმოიდგენ, როგორი მადლიერი ვარ. იცხოვრეთ უჩემოდ, მაგრამ არც დამივიწყოთ. ეს გამაბედნიერებს)"

ჰანაჰაკი. [დასრულებული]Where stories live. Discover now