[41] წერილი: ჰოსოკი.

236 55 6
                                    

"შენი წერილის დროც მოვიდა. არ მეგონა თუ ასე გამიჭირდებოდა რამის დაწერა. ვიცი. ვიცი, რომ ძალიან გაბრაზებული ხარ და ამიტომაც მიჭირს ამის წერა. და შენ სრული უფლება გაქვს გამიბრაზდე. მოგატყუე. დანარჩენებზე მეტად შენ გატყუებდი. მაპატიე რომ ამის გაკეთება მომიწია. ნუ გგონია რომ ახლა ჩემი თავის კარგად გამოყვანას ვცდილობ, არა, უბრალოდ ვიცი რომ გაგიჭირდებოდა იმის გაგება, რომ მალე აღარ ვიქნები. ასჯერ ცუდად იქნებოდი და არ მინდოდა ჩემი სანშაინი მოწყენილი მენახა. არ მოიწყინო, კარგი?
და ხო, შეიძლება ჩემით ავირჩიე რა უკეთესი იყო შენ მოგესმინა, მაგრამ.. თუმცა ამ "მაგრამ"-ს გაგრძელება არ უნდა ჰქონდეს.
მე დებილი ვარ.
შემეშინდა, რომ შენს თავში ჩაიკეტებოდი, ყველას და ყველაფერს გაანებებდი თავს, შეიძულებდი დანარჩენებს და ყველაზე მეტად კი მე. ეს არ გააკეთო ახლა კარგი?
ვიცი, რომ ყველაზე კეთილი, თბილი და რაც მთავარია მზრუნველი ადამიანი ხარ ჰოსოკ. ისიც ვიცი, რომ გიყვარდი.. მაპატიე. შენ არ იმსახურებ გაატარო ცხოვრების პატარა ნაწილიც კი სევდით. შენ უნდა იყო ბედნიერი და გააგრძელო ცხოვრება ჩემს გარეშე, გაიგე, ჯონ ჰოსოკ?!
და არ გაბედო ტირილი, მე აქედან ყველაფერს ვხედავ -_-

ჰოსოკი წამოხტა და ხელებით სისწრაფით მოიწმინდა თბილი ცრემლები

მთელი ჩვენი კოლეგობა გადავნახე, როგორც ჯგუფის წევრები. და იცი რას ვნანობ? როდესაც უარზე ვიყავი გადაგვეღო ემვი იმ შენს სულელურ სიმღერაზე. ჩვენი გამოსვლა ვნახე სამჯერ.. სცენაზე ბრწყინავ. როგორც ყოველთვის. ანათებ არა, ცეცხლს ანთებ.
კიდე ძალიან ბევრს დავწერდი, მაგრამ სიტყვების წერა ძალიან უბრალოდ გამომდის. მადლობა იმისთვის რომ იყავი საუკეთესო მეგობარი, ძმა, კოლეგა და უახლოესი ადამინი . ვერაფერს სხვას ვერ ვიზამდი, და ბოდიში რომ განერვიულე. ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ ჩვენი პირველი საერთო ახალი წლიდან"

ჰანაჰაკი. [დასრულებული]Where stories live. Discover now