★_მძღოლი გეყოლება_★

2.5K 168 13
                                    


  კაბინეტისკენ გაბრაზებული მივდივარ,თითქმის გავრბივარ.ძალიან დავიღალე მათი უაზრო გამოხტომებით ყელში ამომივიდნენ თავიანთი კაპრიზებით.
- გაიწიე_ უხეშად ვკრავ მოსამსახურეს ხელს და კედელზე ვანარცხებ.კარს ფეხს ვკრავ და შევდივარ.დედა და მამა გაოგნებულები მიყურებენ
- ახლა რაღა დავაშავე მშობლებო?_ ირონიით ვამბობ და ხელებს ვშლი.მამაჩემი მობეზრებით მიყურებს
- დაჯექი ჯიმინ_ დედა თვალით მანიშნებს სავარძელზე.თვალებს ვატრიალებ და მოწყვეტით ვჯდები.
- ნუ,ვსო დაიწყეთ ბოლოსდაბოლოს დავიღალე_ ფეხებს მაგიდაზე ვალაგებ
- მოკლედ გადავწყვიტეთ პირადი მძღოლი აგიყვანოთ
- კარგით ხო მაგრად ხუმრობთ გავიგეთ ახლა საქმეზე გადადით მისტერ პარკ
- არ ვხუმრობ უმცროსო პარკ_ სიცილით ამბობს მე კი სადაცაა ტვინში ამასხას ამათი სიძულვილისგან.
- განაგრძე_ ხელით ვანიშნებ
- თუ გავითვალისწინებთ იმას რომ გუშინ ავარიაში მოყევი და მანქანა დაამტვრიე,ხო გადარჩი მაგრამ მაინც სახიფათოა, დავიღალეთ უკვე შენი საქციელებით,სულ უხეშობ,სულ ილანძღები,ბილწსიტყვაობ,იფურთხები,ქუჩის ბიჭივით იქცევი ღმერთო ჯიმინ ეს შენ არ ხარ!გესმის? არ ხარ! აღარც ვიოლინოზე უკრავ აღარც მღერი სად ჯანდაბაში დადიხარ ღამით? აქამდე ვითმინე მაგრამ მართლა დავიღალე მეც და დედაშენიც,ამიტომ მძღოლი აგვყავს შენთვის ხვალ საღამოს მოვა მანამდე კი ტაქსით ივლი ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა,და კიდევ მე და დედაშენი რამდენიმე კვირით მივემგზავრებით აბა შენ იცი უმცროსო პარკ,როგორც შენ ამბობ ხოლმე იმედია გაქაჩავ და მედგრად იდგები_ წარბაწევით ვუყურებ ესენი რა სულ გამოშტერდნენ?
- მეღადავებით?
- არ ვიცი ეგ რას ნიშნავს_ დედა ისევ დაბნეული მიყურებს,მე კი ნერვები მეშლება აქამდე რატომ ვერ დაამუღამეს ჩემი საუბარი.
- არა აქვს მაგას მნიშვნელობა თუმცა მაინტერესებს გაგიჟდით? ვიღაც მოხუცს მინიშნავთ მძღოლად? შანსი არ არის ჩემი ფერარი მელის თავისი მაგარი ძრავით_ ისევ ცინიკურად ვიღიმი.ვდგები და კარს ვაღებ
- მანქანას ვერ ატარებ სანამ ჯონქუქი არ მოვა,სანამ მძღოლი არ მოვა შენი მანქანა ფარეხშია შენ კი ტაქსით ივლი ეს საკითხი არ განიხილება_ მთელი ხმით დაიღრიალა მამამ.თვალები მწარედ დავხუჭე.ტუჩები ერთმანეთს მოვუჭირე.
- ჯანდაბაშიც წასულხართ_ მივაძახე ორივეს და კარი მაგრად გამოვიხურე.ერთი თქვენიც...ოთახში გაბრაზებული შევდივარ და საწოლზე ვწვები.დამშვიდდი ჯიმინ დიდი რამე ეს მძღოლობანას თამაში,არაუშავს მაგ მოხუცს ცოტას გააგიჟებ და თავისი ფეხით გაიქცევა,ან ინფარქტი მოკლავს.ხმამაღლა ვიცინივარ.

პირადი მძღოლიWhere stories live. Discover now