ნამჯუნი

1.2K 116 51
                                    

  თავში ყველაფერი ირევა,სრული ქაოსია ,,ჯონგუკი და შენ ძმები ხართ" ძმები....ძმები...სისხლით ნათესავები...ძმები

როგორ?

რატომ?

სანამ ჩემს თავთან დიალოგით თავს ვითომ ვიწყნარებ ისინი საუბრობენ

- ჯიმინ უნდა გაიგო და დამშვიდდე_ დედა მხარზე ხელს მადებს

- რატომ...მე რატომ...არ მინდა_ ვკანკალებ,მართლა ვკანკალებ.

- მისმინეთ,გავიგეთ რომ ჩვენი წლების წინ დაკარგული შვილი ჯონგუკი ყოფილა

- რა შვილი? რის შვილი მე მხოლოდ ნამჯუნი მყავდა და ისიც აღარაა,მის მეტი არავინ ყოფილა_ ვყვირივარ.

- ჩვენ არ გვითქვავს შენთვის,მაშინ გვითხრეს რომ მკვდარი დაიბადა,წინა ოვირას კი დეტექტივმა გამაგებინა,მას დავავალე რომ გაერკვია,აღარ მინდოდა შენი ამ დღეში ნახვა,ვიფიქრე რომ მისი გამოჩენით ტკივილს დაივიწყებდი და...

- ტკივილს? საერთოდ ხვდები ახლა რას ბოდავ? ეს უარესია გესმის? უარესი,შენ იმ ადამიანზე მეუბნევი შენი ძმააო რომელიც გაგიჟებით მიყვარს?! ნორნალურები ხართ საერთოდ?_ ვღრიალებ და ვერც ვხვდები როდის დავიწყე ტირილი.დედა პირზე ხელებს იფარებს,ჯანდაბა რა ვთქვი ახლა. პირზე ხელს ვიფარებ

- გიყვარს?_ ფეთქდება მამა.

- მიყვარს მერე? მასთან ვიწექი კიდეც_ ვამბობ მტკიცეთ და წელში ვსწორდები.სახეზე გახურებულ ხელს ვგრძნობ და ოდნავ ვბარბაცდები როცა მამა მირტყავს.ლოყაზე ხელს ვიდებ

- სულ ეს ხარ? მე კი მეგონა უარესი იქნებოდა,მიდი დამარტყი,მიდი აბა რას ფიქრობდით აქ რომ მოგყავდათ? ის ისეთი სუფთაა,ისეთი საყვარელი და ისეთი_ ისტერიული სიცილი მიტყდება.ჯონგუკი რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იყო და პირღია უსმენდა დედას,ახლა მე მიყურებს გაოგნებული.

- რა გაცინებს?_ ყვირის ჩემი სიცილისგან ნერვებ მოშლილი მამა.

პირადი მძღოლიWhere stories live. Discover now