1. Welcome to Bangtan.

3.5K 186 36
                                    

ჯონგუკი ახალგაზრდაა და გაცნობიერებულია მის დაბნეულობაში და იცის,რომ ხშირად ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს,მაგრამ ამას არასდროს აღიარებს. ის 19 წლისაა,მაგრამ ამის მიუხედავად ბევრი რამ აქვს გადატანილი. არასდროს იცის სად აღმოჩნდება და არ არის დარწმუნებული როგორი მომავალი ელის წინ. მაგრამ მან იცის,ზუსტად იცის,რომ - ის გეი არაა.

ჯონგუკი არ არის ისეთი ადამიანი,რომელიც იძულებს ადამიანს,რომელზეც წესიერად არაფერი იცის,მაგრამ უცნობი მიზეზების გამო,მას საშინლად არ მოსწონს - პაკ ჯიმინი. ჯონგუკმა მხოლოდ მისი სახელი იცოდა და ის,რომ კარგად ცეკვავდა. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ინფორმაცია იმისთვის,რომ ადამიანის მიმართ ნეგატიური განწყობა გქონოდა.

რათქმაუნდა,ჯიმინმა არ იცოდა,რომ ჯონგუკს არ მოსწონდა. მან საერთოდ ჯონგუკის შესახებაც არ იცოდა. ჯიმინს გაგონილი ჰქონდა მის შესახებ,მაგრამ მათი ურთიერთობა ამაზე შორს არ წასულა. მათ მხოლოდ ის იცოდნენ ერთმანეთის შესახებ,რაც სხვებისგან ჰქონდათ მოსმენილი.

ჯონგუკს კარგი რეპუტაცია ჰქონდა. ის დადიოდა სკოლაში და შესანიშნავი იყო იმ საგნებში,რაც სხვებს დიდად არ გამოსდიოდათ. ჯონგუკი ჩუმი იყო,ტალანტი ჰქონდა,ის ცეკვავდა,მღეროდა,ხატავდა და რამდენიმე სპორტშიც კარგი იყო. სამეგობრო წრეში ყველაზე ჭკვიანი ის იყო და ყველა პატივს სცემდა მის ტალანტს.

ამბობდნენ,რომ ჯონგუკმა არ იცოდა საქმის გაფუჭება,მაგრამ რეალურად მისთვის ნაცნობია,როგორია დამარცხება... ამიტომაც მუშაობდა თავის თავზე ბევრს. ჯონგუკს უყვარდა,როცა აქებდნენ. ძალიან მოსწონდა ეს.

ამან დაეხმარა გაგრძელებაში, ამიტომ გვირგვინსაც შეინარჩუნებდა და იქ იქნებოდა,სადაც მისი ადგილი იყო. მას ნამდვილად არ აწყობდა,რომ გამოჩენილიყო ვინმე და მისი გვირგვინი სხვის ხელში გადასულიყო.

იმის მიუხედავად,რომ რამდენიმე რამ კარგად გამოსდიოდა,ყველაზე მეტად ცეკვისკენ იხრებოდა და ამისთვის მიზეზიც ჰქონდა. როცა ცეკვავს,ის თავისუფალია,მისი თავია და ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ჯონგუკი თითქოს მისი სხეულის ყველა ნაწილს იყენებს ცეკვის დროს და მას ყველაზე კარგად შეუძლია გამოხატოს თავისი ემოციები მაშინ,როცა ცეკვავს.

Constraint.Where stories live. Discover now