3.

1.3K 159 18
                                    




ერთადერთი დრო როცა ისინი თავს უხერხულად არ გრძნობენ ერთმანეთთან არის მაშინ,როცა ვარჯიშობენ ან სცენაზე დგანან. სხვა ყველაფერი უბრალოდ უცნაურია. ასე გრძელდება შემდეგი ორი კვირის განმავლობაში,როცა პირველად გამოდიან სცენაზე,როგორც ჩამოყალიბებული ჯგუფი.

ისინი ყველა კარგი მოცეკვავეა და ერთმანეთს თითქოს ავსებენ. ჯიმინი ცხარე დანამატია (კრედიტი თეჰიონს ამ ტერმინოლოგიისთვის) მათი ჯგუფისთვის. ის ჯგუფს მატებს ნათებას,რომელიც ყველას ( ჯონგუკის ჩათვლით) მოსწონს. მას კარგი ტანი აქვს და მისი სტილი დანარჩენებისას ერგება. მას შეუძლია ყველაფრის მორგება,რასაც მისცემენ. პირველმა პერფორმანსმა წარმატებით ჩაიარა და ჯიმინი ამტკიცებს,რომ გამოცდილი და დახელოვნებულია ამ საქმეში.

ჯონგუკი ამას არასდროს აღიარებს,მაგრამ ფიქრობს,რომ იღბლიანები არიან,რადგან ჯგუფის საბოლოო წევრად ჯიმინი აირჩეს. ის მართალი აღმოჩნდა – ჯიმინი ჯინსაც ძალიან მოეწონა. როცა თავიდან შეხვდა,არ იცოდა რა ეფიქრა მასზე ან როგორ მოქცეულიყო მის გარშემო,მაგრამ მას ასე ემართება,როცა უცხო ადამიანებთან უწევს ურთიერთობა. ეს ყველაფერი ადვილად გაქრა და ჯინიც დაუახლოვდა ჯიმინს,როგორც სხვები.

ჯონგუკი პირველად ჯიმინის ნამღერს მათი მეორე პერფორმანსის შემდეგ ისმენს. ის არასდროს იტყვის ამას,მაგრამ ფიქრობს,რომ ჯიმინს საშინლად ლამაზი,ნაზი და მელოდიური ხმა აქვს. მას მოსწონს მისი აღებული ნოტები. როდესაც მღერის ისეთივე დახვეწილი და ელეგანტურია,როცა ცეკვავს. სიმღერის დროს თვალებს ხშირად ხუჭავს და მთლიანად შეიგრძნობს სიმღერას და იძირება მასში. მის ყელზე ვენა ჩნდება,როგორც ჯონგუკს ემართება ხოლმე. ის ფიქრობს,რომ ჯიმინი სიმღერის დროსაც კარგად გამოიყურება.

ჯონგუკი ცდილობს არ იფიქროს მაღალ ნოტებზე,რადგან მის ორგანოს რაღაც ემართება იმ ემოციის მიხედვით,რასაც ჯიმინი აკეთებს. ეს ყველაზე დამაბნეველი რამაა,რაც თავს გადახდენია...აქამდე არასდროს ყოფილა სექსუალურად განწყობილი ვიღაცის მაღალ ნოტებზე. ანუ..რა ჯანდაბაა?

Constraint.Where stories live. Discover now