7.

1.3K 140 43
                                    

დრო გადის და ჯონგუკსა და ჯიმინს შორის ურთიერთობა დღითიდღე უკეთესდება. ისინი ერთმანეთთან უფრო მეტ დროს ატარებენ,ერთად ჭამენ და ლაპარაკობენ. ეს თითქოს იმ დროის ანაზღაურებას გავს,რომელსაც სათანადოდ არ იყენებდნენ. მაგრამ ეს კარგია - ჯონგუკს მოსწონს როგორ ვითარდება მათი ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ,ჯონგუკს კი უფრო და უფრო მეტი უნდა.

ეს ახალ რაღაცას ქმნის - გრძნობებს - რომელსაც ჯონგუკი არ ელოდა. ის თავიდან ისე იქცეოდა,თითქოს ეს არ არსებობდა. ამას დრო დასჭირდა,მაგრამ ჯონგუკი აანალიზებს,რომ ჯიმინის მიმართ ნამდვილი გრძნობები აქვს და ისინი ზედმეტად ძლიერია. ზოგჯერ ჯონგუკი ვერ უმკლავდება მათ,ისინი კი არასდროს ტოვებენ. ეს საშიშია,რადგან ჯონგუკმა არ იცის როგორ გააკეთოს ეს - როგორ უნდა მოსწონდეს სხვა ბიჭი. რაც მან იცის ის არის,რომ უბრალოდ მოსწონს..და ეს გრძნობები ხუმრობა არ არის.

ამდენ ადამიანში,მაინც და მაინც ჯიმინი რატომ?

მას არ შეუძლია ამის გაკეთება..არ შეუძლია,მაგრამ ჯანდაბა... გულის სიღრმეში იცის,რომ ყველაფერზე მეტად უნდა ეს.

***

ჯონგუკს უყვარს ''ჰაუს ფართები'',მაგრამ ნამჯუნის ბინა ამისთვის ზედმეტად პატარაა. მაგრამ მისთვის მთავარი ბანთანის წევრებთან ერთად ყოფნაა. იუნგი,ჰოსოკი და ნამჯუნი მათ მისაღებ ოთახში კრებენ და სხვადასხვა სახის ალკოჰოლი მოაქვთ. ამასთან ერთად საცუცნავები და სადღაც ასი ფილმი,რომელსაც ალბათ ერთი–ორჯერ თუ შეხედავენ.

როცა ნასვამები არიან,ყოველთვის იცვლებიან და ჯონგუკი ფიქრობს,რომ ამ დროს თავიანთი თავები ხდებიან.

ჰოსოკი ყვირის და ყველაფერზე იცინის. თეჰიონი ოდნავ რბილი ხდება,მაგრამ თანდათან უფრო და უფრო უცნაური, რაც ღამე გადის. ის მაინც სასაცილოა – მას ყველაზე მეტ ალკოჰოლს ასმევენ,რომ ნახონ რა მოხდება – მაგრამ ჯინი ყოველთვის აქაა,რომ არ გადააჭარბონ.

Constraint.Where stories live. Discover now