9.

1.6K 148 41
                                    

ჯონგუკი სხვა ადგილას იღვიძებს. მას იატაკზე ძინავს,მაგრამ უამრავი ბალიში და რბილი საბანი აქვს,ამიტომ თავს კომფორტულად გრძნობს. ნამჯუნის საწოლსაც ჯობია. ის გარშემო იხედება და ხვდება,რომ ვიღაცამ იუნგის ოთახში შემოიყვანა,ალბათ ჰოსოკმა ან ნამჯუნმა.

ორი წამის შემდეგ ისევ ჯიმინი ახსენდება. სულ რაღაც 10 წუთია ღვიძავს და ბიჭმა უკვე მისი გონება დაიპყრო. ჯანდაბა. დიდი დრო არ გადის მას შემდეგ,რაც ჯონგუკს თავში აზრი მოსდის..ცუდი აზრი. მისი რაღაც ნაწილი ფიქრობს,რომ ეს არ ყოფილა დამთხვევა და ეს უფრო ნათელი ხდება მაშინ,როცა ჯონგუკი წინა ღამეზე ფიქრობს.

მაგრამ მის გარშემო ჰიონები არიან და ის სახიფათო თამაშს თამაშობს..ან მალე ითამაშებს. ჯონგუკი რამდენი წუთი წევს და ფიქრობს,რომ ალბათ ჰოსოკს მკვდარივით სძინავს დივანზე და თეჰიონს იატაკზე...რადგან ყოველთვის ასეა,გააჩნია ვინ დაიძინებს პირველი. ნამჯუნის ხვრინვა ესმის მეორე ოთახიდან. იუნგის ყველაზე ნაკლებად ეშინია,რადგან ის ქვასავით ხდება,როცა ძინავს.

ჯინი კი არასდროს არ რჩება,რადგან შეყვარებულთან მიდის.

ჯონგუკის ბნელ მხარეს უბრალოდ კონტაქტი უნდა,მაგრამ ყველაზე დიდ,ყველაზე ხმამაღალ და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს უნდა ისეთი რაღაცეები,რასაც შეგვიძლია მხოლოდ საფიხათო ვუწოდოთ.

ჯონგუკი გადაწყვეტს,რომ ბევრი არ იფიქროს,ამიტომ ადგილიდან დგება,იუნგის უყურებს რადგან დარწმუნდეს,რომ ისევ ძინავს,სანამ ოთახიდან გავა.

ჯონგუკი მისაღები ოთახისკენ მიდის და ყოველი ნაბიჯის მერე ჩერდება,რადგან არ უნდა,რომ დაიჭირონ. თუ გამოიჭერენ,მას შეუძლია თქვას,რომ აბაზანაში მიდის ან სასმელი უნდა,რადგან ჯერ კიდევ დილაა.ჯონგუკი მისაღები ოთახის შესასვლელთან დგას.

როცა ოთახში შედის,თითქოს თავში რაღაც უტრიალდება,რადგან ხო.. ჯანდაბა ამის გაკეთებას მართლა აპირებს. როგორც მოელოდა,თეჰიონი იატაკზე წევს,ჰოსოკი კი დივნის ბოლოს. შემდეგ...შემდეგ არის ჯიმინი,რომელიც ზურგზე წევს,ხელი მუცელზე აქვს დადებული და ტუჩები ერთმანეთისგან დაშორებულია,ის ღრმად სუნთქავს. უბრალოდ მასზე ყურება ჯონგუკის სხეულში ჟრუანტელს იწვევს.

Constraint.Onde as histórias ganham vida. Descobre agora