5.

1.3K 149 36
                                    

ჯონგუკს,უნდა რომ ჯიმინს ეჩხუბოს,როცა საღამოს სტუდიაში შედის. გონება წესიერად არ უმუშავებს,მადლობა ჯიმინს,რომელიც დაუპატიჟებლად გამოჩნდა მის გონებაში. ჯონგუკს ასე არ უნდა გაეტარებინა გუშინდელი ღამე. ეს მისი ღამე უნდა ყოფილიყო,რომ განტვირთულიყო და არ ეფიქრა მის მოვალეობებზე... უნდა დაესველებინა მისი ორგანო,როგორც დანარჩენები აკეთებენ მის ასაკში.

მაგრამ სერიოზულად,რა უნდა ეთქვა ჯიმინისთვის? რაზე უნდა ეჩხუბა? საჩხუბარი არაფერი იყო.

ჯონგუკი ძალიან უხეშია. ჯიმინს არაფერი გაუკეთებია,ეს ყველაფერი უბრალოდ ჯონგუკის თავშია და თვითონაც არ არის დარწმუნებული,რა ხდება. ჯონგუკი ადრეც ფიქრობდა ასეთ რაღაცეებზე,მაგრამ არასდროს ბიჭთან. ჯონგუკი არ... ჯონგუკს არ მოსწონს ბიჭები.

და რა ჯანდაბისთვის ფიქრობს ბიჭზე? რაც არ უნდა იყოს – აზრი არ აქვს,მას არ აინტერესებს. ჯონგუკი იმეორებს და იმეორებს ამას და იმედოვნებს,რომ დაიჯერებს.

– ეიიი, – თეჰიონი ყვირის,როცა ჯონგუკი სტუდიაში შემოდის,ისე გამოიყურება,თითქოს საშინელი ღამე ჰქონდა.. და ჰქონდა კიდეც,მადლობა პაკ ჯიმინს – ნაბიჭვარი.

– ჰეი.. ზედმეტად ხმამაღალია. – წუწუნებს ის,თეჰიონს ხელს უქნევს,მაგრამ ის რათქმაუნდა არ კმაყოფილდება ამით,მისკენ მირბის და წელზე ხელს ხვევს.

თეჰიონი ლეკვივითაა. არა,ის ლეკვია.

ჯონგუკი თითქმის ეგრევე ამჩნევს ჯიმინს და ღრმად ამოისუნთქებს. ყველა გუშინდელზე ეკითხება და ამას მიჩვეულიც კია და არასდროს აქცევს მათ დიდ ყურადღებას.

– კარგი იყო? – იუნგი კითხულობს.

– მთლიანობაში კი. – ჯონგუკი აღიარებს და ჯიმინს უყურებს,რომელიც კედელს ეყრდნობა და ტელეფონს გვერდით დებს.

– მხოლოდ შენ შეგიძლია იყო ასეთი კრიტიკული,როცა საქმე სექსს ეხება. – ნამჯუნი იცინის.

Constraint.Where stories live. Discover now