2 თავი

91 19 14
                                    

    საბურავების წრიპინმა მოიცვა არემარე.მძღოლი წაშლილი სახით გადმოხტა მანქანიდან და გოგოს მივარდა,ენჯი კი უგონოდ ეგდო ნამიან ასფალტზე.ცდილობდა იგი გონს მოეყვანა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა,ხელში ფრთხილად აიყვანა და ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსა.მძღოლი ახალგაზრდა ყმაწვილი გახლდათ,საკმაოდ სიმპათიური იერით,მუქი ლურჯი თვალებით, კუპრივით შავი თმითა და ოდნავ მოშვებული წვერით.საკმაოდ ელეგანტურად იყო ჩაცმული,აშკარაა მნიშვნელოვან ადგილას მიდიოდა შეტაკებამდე,ახლა კი მის ნაცვლად სავაადმყოფოს კართან დგას და სულმოუთქმელად,ამოვარდნილი გულით და უკვე შეშინებული სახით ელის ექიმის გამოსვლას.მის დანახვაზე ცდილობს გონება მოიკრიბოს და ყოველივე სიტყვას გულდასმით მოუსმინოს,ბოლოსდაბოლოს არამხოლოდ ენჯის არამედ მასზე საკუთარი ბედი და მომავალიცაა დამოკიდებული.

-პაციენტს მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება და სხეულზე მსუბუქი დაზიანებები,სერიოზული და საგანგაშო არაფერია.როგორც ჩანს მსუბუქად დაარტყა თავი ასფალტს.-უთხრა ექიმმა,შემდეგ შეჩერდა,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და კვლავ განაგრძო.ბიჭი ყურადღებით უსმენდა ბოლოს თავის დაქნევით დაეთამხმა და ენჯისთან პალატაში შევიდა.უკვე გონს მოსულიყო და ოთახს ათვალიერებდა.

-გამარჯობა,როგორ ხარ?-ჰკითხა ჩუმად.საშინლად იყო დაბნეული და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.

-გიცნობთ?

-სინამდვილეში აქ ჩემს გამო ხართ.-უთხრა და დასჯილი ბავშვივით დახარა თვალები.

-გასაგებია.

-ექიმმა მითხრა,რომ სერიოზული არაფერი გჭირდათ,მხოლოდ მსუბუქი ტვინისშერყევა.ხომ არ აჯობებს მშობლებს დაურეკო და შეატყობინო?

-მოდი მეთვითონ გადავწყვეტ კარგი?-ამ სიტყვებმა მძღოლი გონს მოიყვანა და შიშიც გაუქრა თვალებიდან.

-რადგან ასე ლაპარაკობ ესეიგი მართლაც კარგად ხარ.-ჩაიცინა და ოთახიდან გასვლა დააპირა,როდესაც კვლავ ენჯის ხმამ შეაჩერა.

One We Fell In Love WithWhere stories live. Discover now