8 თავი

42 10 73
                                    

  

ტყუილი მორალურად არასწორია, თუმცა ის საყოველთაოდ არის გავრცელებული და ადამიანებისგან ბუნებრივად მოდის. ირონიულია ის ფაქტი, რომ მოტყუება ხშირად მიიჩნევა მისაღებად, „სამართლიანად სიყვარულსა და ომში“ .მეცნიერები ტყუილს 25 ტიპად ყოფენ,თუმცა არსებობს უამრავი მიზეზი რის გამოც ადამიანები იტყუებიან,ყველაზე გავრცელებული კი შიშია.

-ძალიან ცოტა დრო მაქვს,რისთვის დამიბარე?ბიჭმა მაჯაში ჩაავლო ხელი და გვერძე გაიყვანა.

-შენ,შენ მომიწყვე არა?

-თავი რამეს დაარტყი?

-ნუ მეთამაშები!

-არ გეთამაშები,ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან.

-შენ მომწერე არა გუშინ?

-რა მოგწერე?-ბიჭი სახეზე საშინლად აწითლებული იყო და სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.

-ჩვენ ასეთ თამაშზე არ შევთანხმებულვართ!

-ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ!

-ნერვებს ნუ მიშლი ენჯი,რატომ მომწერე გუშინ ეს შეტყობინება!-ანდრიამ ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და მას ცხვირწინ აუფრიალა.

-ვააა,გილოცავ,მამა ხდები.

-ჩემი მოთბინება იცლება!

-რა გინდა არ ვიცი,ეს მე არ მომიწერია,რატომ უნდა მდომებოდა შენთვის ამის მოწერა?

-იქნებ იმიტომ რომ თამაში დაგეწყო!

-და მეტი უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე არა?

-როგორც ჩანს!

-იცი რას გეტყვი?წადი და იმას ეჩხუბე ვინც მოგწერა,შენ თავს არ იცავ ჩემი რა ბრალია.-გამწარებულმა ხელი მანქანას მიარტყა,ხმამაღლა დაიღრიალა,ავტომობილს მოუარა და შიგნით ჩაჯდა.

-სად მიდიხარ!

-შენი საქმე არ არის,სახლში წადი!-ენჯი საშინლად ანერვიულდა,მისი გაბრაზება უნდოდა,მაგრამ სიკვდილი ნამდვილად არა.ძვლივს მოასწრო კარის გაღება და შიგნით ჩაჯდომა.

One We Fell In Love WithWhere stories live. Discover now