7 თავი

51 10 26
                                    

წამიერად ლილემ სახეზე ფერი დაკარგა და გაოცებული შეჰყურებდა ყურებამდე გაღიმებულ გოგოს,რომელიც ასი პროცენტით დარწმუნებული და საოცრად კმაყოფილი იყო საკუთარი გეგმით.

-ენჯი,შენთვითონ გესმის რას მთხოვ?

-კი რათქმაუნდა,ეს არის იდეალურად დახვეწილი გეგმა რომლითაც ის სატანა ანკესზე წამოეგება.

-და მერე რა იქნება? გიფიქრია ამაზე? რა მოხდება როცა ყველაფერს გაიგებს! ეს ადამიანის გრძნობებსა და ემოციებზე თამაშია,არ შეიძლება.

-თამაში უნდოდა და მიიღებს კიდეც!

-კარგი,დავუშვად დაგთანხმდი,შემდეგი რა იქნება? სიკვდილით უნდა დავემუქროთ? თუ ვინმე მისიანი გავიტაცოთ და გამოსასყიდი მოვთხოვოთ!

-არაფერი მაგდაგვარი,უბრალოდ მისი შეშინებული სახით,დაბნეულობით და სისულელეების გაკეთებით ძალიან ვიხალისებ.

-შემდეგი სვლა მისია,არ გაპატიებს,გაგანადგურებს!

-კარგი რააა,ერთხელ მაინც იყავი ჩემი მეგობარი და არა დედაჩემი,გთხოვ!

-უნამუსო ხარ და დაუნახავი,რა გითხოვია და არ შემისრულებია.

-ანუ თანახმა ხარ?

-ანუ სახელი და გვარი უნდა მითხრა.

-ანდრია სამხარაძე.-სრული კონფუზი,უბრალოდ პარალიზებული იდგა.ნელ-ნელა ფიქრი დაიწყო იმაზე რაც მან უთხრა,ბოლოს კი მტკიცედ უთხრა უარი.არც გოგოს ხვეწნა-მუდარამ და არც სხვა მრავალმა დაპირებებმა არ გაჭრა.

-შეგიძლია ამიხსნა რატომ?-რათქმაუმდა არ აპირებდა გაემხილა რომ იგი მისი მთელი ცხოვრების სიყვარული იყო,ამიტომ მასთან დაკავშირებით მორიგი ტყუილი უთხრა და მეგობრად გაასაღა,თუმცა მთლიანად ტყუილიც არ იყო,ურთიერთობა მართლაც არ ცდებოდა მეგობრობას,მხოლოდ ლილეს გრძნობები ანდროს მიმართ.
  საბოლოოდ ლილემ ვერ შეძლო ღამით ენჯელთან დარჩენა და სახლში წასვლა მოუხდა,ეს მასაც აწყობდა,მეტი სივრცე ექნებოდა რომ ეფიქრა,როგორ დაემალა ეს ყველაფერი.

One We Fell In Love WithWhere stories live. Discover now