6 თავი

61 14 30
                                    

-ენიიიი,ენი!-გოგონა გამოაფხიზლა ბექას ძახილმა და კედელზე დაკიდებული ნახატიდან მზერა მასკენ გადაიტანა.-ასე მოგწონს?

-რა?

-ასე მოგეწონა სურათი,რომ ნახევარი საათია უყურებ?

-კი,ძალიან.როდის იყიდა დედამ?

-ალბათ 2 დღის წინ,პორტუგალიაში იყო,ლისაბონში და იქ იყიდიდა.ასე რატომ მოგეწონა?

-მე მგავს

-მაინც სად იპოვნე მსგავსება-გაეცინა ბიჭს და კვლავ ნახატს ახედა.

-ხვდები მის არსს და წიაღს?

-შენ სულ გაგიჟდი არა? -გოგომ ერთი ამოიოხრა,სურათს თვალი მოაცილა,უთხრა რა მნიშვნელობა აქვს,რომ აგიხსნა მაინც ვერ მიხვდებიო და თავის ოთახში შევიდა.ბექაც მას გაჰყვა,ოთახში მდგომ პატარა სავარძელზე მოკალათდა და დაც კალთაში ჩაისვა.

-რაღაც ხდება!

-არაფერია.

-არ გინდა მომიყვე?

-არა!

-ადრე,გახსოვს ყველაფერს ერთად ვაგვარებდით ხოლმე.ბევრ პრობლემას გავმკვლავებივართ ერთად.

-ნინის გამო ვნერვიულობ.

-რა სჭირს?

-მას უნდა რომ ჩვენნაირი იყოს,ანუ ისეთები კი არა როგორც ჩვენ,ისეთები როგორებიც გარედან ვჩანვართ.

-ანუ მდიდარი,პოპულარული და ელიტის წევრი რომელიც ყველას ტ..... უძვრება იმის გამო რომ სახელი და რეპუტაცია არ დაკარგოს და ამ დედააფეთქებულ,გამოყოფილ ,,სამყაროში" პატარა ნე.... გროვას მაინც წარმოადგენდეს?საერთოდ იცის რა უნდა? იცის რა არის?

-არ ვიცი,უკვე აღარაფერი აღარ ვიცი.

-აქ იყო ნიშნავს იმას,რომ თავისუფლების ფრთები მოგაჭრან.ჩაიცვა ის რაც მათ სურთ და არა ის რაც შენ მოგწონს,ჭამო 5000$ იანი საკენკი,გაუღიმო ყველას და არ გამოხატო სიყვარული,სოთბო,იყო ცივი და გულქვა.პირში შესცინოდე ყველას,ზურგსუკან ჭორავდე.სითბო და სიყვარული ამათმა არ იციან რა არის! ეს სისუსტეა და მაშინვე მახვილი ზურგში,განადგურებენ,გკლავენ!

One We Fell In Love WithWhere stories live. Discover now