5 თავი

63 15 23
                                    

   ზურგის შექცევა

ანდრიას არ დაუტოვებია წვეულება,სანამ მათ გარდამავალი ფერის სახეებს არ ნახავდა აქედან ფეხსაც არ მოიცვლიდა.

-ანდრო არ გინდა ვიცეკვოთ?

-ევა არ გინდა დალიო?საკმაოდ ფხიზლად გამოიყურები!

-დღეს არ ვსვავ მხოლოდ ვერთობი.-გაუღიმა გოგომ და წითლად შეფერადებული ტუჩები ისე საშინლად გაწელა ანდრია ყველაფერს უყურებდა მისი ამაზზრზენი სახის გარდა.-არ მეცეკვები?

-არა!

-კარგი რააა,გთხოვ!

-მირეკავენ,ცოტახნით სახლში შევალ.-როგორც იქნა თავიდან მოიცილა შპილკებზე მოსიარულე ალქაჯი და სამზარეულოში შევიდა მოწამლული ალკოჰოლის ეზოში გასატანად,სადაც კუთხეში ჩაკუზულ სხეულს მოკრა თვალი.ფეხის ხმაზე თავი მუხლებზე დალაგებული მკლავებიდან ამოჰყო და ბიჭს მიაშტერდა.

-მგონი სადღაც მყავხარ ნანახი-უთხრა ანდრიამ და დასახმარებლად ხელი გაუწოდა.

-წინა წვეულებაზე ერთად ვიცეკვეთ,შენ ლუკას მეგობარი ხარ.

-გამახსენდი,შემიძლია რამით დაგეხმარო? კარგად ნამდვილად არ გამოიყურები.-თავიდან ბოლომდე აათვალიერა სველი სხეული და კვლავ თვალი თვალში გაუყარა.

-სინამდვილეში კი,შეგიძლია სახლამდე მიმიყვანო?ასეთ მდგომარეობაში ტაქსით ვერ წავალ.-ანდრო ცოტა არ იყოს დაიბნა,ასეთ შემთხვევაში მისი გეგმები იცვლებოდა და შესანიშნავ სანახაობას აკლდებოდა,მაგრამ მეორე მხარეს ლუკა იდგა.ერთი ამოიოხრა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

   ნინი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წაშლილი იყო,სასოებაში ჩავარდნილი,რომელიც დახმარებას ვერავის სთხოვდა,ყველა იტყოდა ხომ გეუბნებოდიო და ზურგს აქცევდა.ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ჰქონდა მეგობრების იმედი,სჯეროდა რომ ასეთ რთულ სიტუაციაში გვერდით დაუდგებოდნენ.ტელეფონი ამოიღო და პირველი ვინც გაახსენდა ენჯელი იყო,პასუხად კი გულში ხანჯლის გაყრა მიიღო,არ უთქვამს არანაირი სანუგეშო სიტყვა,მხოლოდ გაკიცხვა და სიტყვები ,,ხომ გეუბნებოდი".შემდეგი ლილე აღმოჩნდა.

One We Fell In Love WithWhere stories live. Discover now