9 თავი

38 3 4
                                    

როგორცკი ირიჟრაჟა ანდრიამ თვალები გაახილა და მაშინვე მძინარე ენჯის წააწყდა,რომელიც მასზე კოალასავით შემოხვეულიყო და განთავისუფლებას ვერ ახერხებდა.მალევე ენჯიც შეირხა და უხერხულობისგან თავის ასარიდებლად ბიჭმა კვლავ მძინარედ მოაჩვენა თავი.ეს ჩახლართულობა მანაც მარტივად შენიშნა და ნელ ნელა მისგან გამოეხსნა.

-უკვე გაიღვიძე?

-ვერ ვიტან უაზრო კითხვებს!-ბიჭს გაეცინა,თვალები მოიფშვნიტა გაიზმორა და მიუგო:

-მარცხენა ფეხზე ადექი თუ სულ ასეთი ხარ?

-როგორი?

-სულ ბუზღუნებ.შენი შეყვარებული ალბათ გაწამებული გყავს.

-პირველი,მე არ ვბუზღუნებ,შენ მიშლი ნერვებს და ემოციებს ვერ ვმალავ და მეორეც შეყვარებული არ მყავს!-უთხრა მკვახედ და ფეხზე წამოდგა.

-მაშინ წინასწარ მოგისამძიმრებ,საწყალი ბიჭი შენს ხელში 2 დღეში მოკვდება ან შენ მოკლავ.-კვლავ გაეცინა და ფეხზე წამოდგა.

-თუ შენს უკბილო ხუმრობებს მორჩი ფეხი გამოადგი,ისედაც წელი მტკივა ძირს წოლისგან და თან შემამცივნა ღამით.

-არამგონია შეგცივნოდა,თბილად იყავი.

-ნეტა შენ რა იცი,მციოდა თუ მცხელოდა.

-ვიცი საყვარელო,მთელი ღამე მე მეხუტებოდი.-გოგო გაწითლდა და სახის დასაფარად ნაბიჯს აუჩქარა.მალევე გავიდნენ მთავარ გზაზე და მანქანაც მარტივად დაიჭირეს.მას მერე სახლამდე სრული დუმილი იყო.

●●●●●●●

  ქალი მაგიდასთან იჯდა და რაღაცას გაოცებული,უფრო სწორად გაშტერებული აკვირდებოდა.თითქოს ვერაფერზე ფიქრობდა,ვერაფერს გრძნობდა.ანაზდად შემოსასვლელი კარი ნინიმ შემოაღო და დედას ხმამაღლა მიესალმა,ქალი კი კვლავ იგივე პოზაში იჯდა,წარბიც არ შეუხრია.გოგო უკნიდან მიუახლოვდა და დედასჩაეხუტა,მერე მის კალთას დახედა და წელში გასწორდა.

One We Fell In Love WithWhere stories live. Discover now