Reflection 1

77 7 0
                                    

ამ პატარა თავგადასავალი რომელიც დღეს გამოვიარე, სრულიად დამაბნია

ნეტა მართლა არსებობდნენ ორეულები?

თუ არსებობდნენ მაინცდამაინც მე რატომ მყავს ახლა

უკვე ამ ფიქრებით ნერვებს ვიშლიდი

ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი

ყავა მოვიმზადე და გაკვეთილებზე დავჯექი

დიდი დრო იყო გასული როდესაც საათს ავხედე

დედაც მოსულიყო, მისი ნახვას ვერიდებოდი, რადგან არ მინდოდა მეჩხუბა

მონიკა ერთ რამეში მართალი იყო, დედაჩემს საყვარელი ყავდა, მე კი ეს არ მომწონდა

მის ნახვას და სახლში უქმოდ ყოფნას ვარჩიე გარეთ გამესეირნა

***
არაფერი მითქვამს ისე გამოვედი გარეთ

მარკეტში გასვლა და სასმელის ყიდვა გადავწყვიტე

სასმელი უნდა გამომეღო როდესაც უკნიდან შეხება ვიგრძენი

ტანში ტაომ დამაყარა, მაგრამ თავი მაინც მაგრად დავიჭირე

სასმელიც გამოვიღე და დახლთან მივედი

- ასე აპირებ ჩემს იგნორს?

მეუბნება სიცილით, რაზეც თვალებს ვატრიალებ და მოლარეს ფულს ვაძლევ

გარეთ გამოვდივარ და პარკისკენ ჩქარი ნაბიჯებით მივქრი

ნამდვილად არ მინდოდა მასთან მეჩხუბა და ხასიათი უფრო გამფუჭებოდა

დასალევს პარკიდან ვიღებ და იქვე სკამზე ვჯდები

- რატომ გარბიხარ? არ შეგჭამ

- წადი პეინ, შენი თავი ნამდვილად არ მაქვს

ვამბობ და სასმელიდან დიდ დოზას ვიღებ

- ასეთი რა მოხვდა? ძალიან მაინტერესებს

ნუთუ მართლა აინტერესებდა, ,,მოდი ვცადოთ"

- ორეულების გჯერა?

ვეკითხები ჩუმად, რაზეც პირველად გაკვირვებული მიყურებს, შემდეგ კი კაკანს იწყებს

Another meWhere stories live. Discover now