Reflection 3

61 7 0
                                    

- ლუის ტომლინსონ, მოგკლავ

- რაა?

მეკითხება ვითომც არაფერი და წვეულების სახლისკენ გზას აგრძელებს

- რატომ არ მითხარი რომ წვეულება ვერონიკასთან იმართებოდა?

- იმიტომ რომ ვიცოდი არ წამოხვიდოდი

მეუბნება და ცხვირზე ხელს მითამაშებს

- იმედია არ ვინანებ რომ დაგთანხმდი

- არ ინანებ, გვერდიდან არ მომშორდე

- შენს გარდა სხვა ისედაც არავინ მყავს

ჩემს ნათქვამზე მის დიდ ხელს მხვევს და მასთან ახლოს მივყავარ

- მინდა ვიღაც გაგაცნო, ჩემი მეგობარი, ისიც მოგეწონება

მხოლოდ თავს ვუქნევ და უხმოდ მივყვები

სახლში შესვლისთნავე ვიგრძენი ალკოჰოლის საშინელი სუნი

აქაურობა ნამდვილად არ იყო ჩემზე ზედგამოჭრილი ადგილი

- ეს ხომ ფეი სტაილსია, ბავშვებო წვეულებას ფეი სტაილსი ესწრება

ყვირის მონიკა ჩემს დანახვისას და ყველასი თვალი უკვე მჭამს

- ლუიის

ყურში ჩავჩურჩულებ და მკლავზე ვუჭერ, რაზეც ჩემს დამწყნარებას იწყებს

- დამწყნარდი, ყველაფერი კარგადაა

- ყველა მე მიყურებს

უკვე კანკალი მეწყებოდა, ვერ ვიტანდი როდესაც ყურადღების ცენტრში ვიყავი

- აი ბრიაც

მიმანიშნა გოგონაზე რომელიც, უნდა ვაღიარო ქალღმერთს გავდა, ძალიან ლამაზი იყო, საყვარელი შემოხედვა და ღიმილი ჰქონდა

როცა დაგვინახა მოიღუშა, დავინახე ლუის როგორ უყურებდა, თვალები უციმციმებდა

მას მზერა მოვაშორე და ლუიზე გადავიტანე რომელიც იმავეთი პასუხობდა

ლუისს ხელი მოვაშორე და მისკენ ვუბიძგე

- გამარჯობა ბრი

Another meWhere stories live. Discover now